Gürcü Haber: Çevremizde meydana gelen çok önemli gelişmeler ve alınan önlemlere rağmen pandemi/corona sorunun olduğu gibi devam ettiği bugünlerde Gürcistan Ankara Büyükelçiliği resmi sitesinde yayınlanan bu görüşme ve haberin tam metni…
2020 წლის 5 ნოემბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან მუსტაფა შენთოფთან.შეხვედრაზე, მხარეების მიერ განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთს შორის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები. საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს.ამასთან, მხარეების მიერ, კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის უაღრესად დადებითი წვლილი, ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას, ზემოაღნიშნული მიმართულებებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.
5 Kasım 2020 tarihinde Gürcistan Ankara Büyükelçisi Sn. George Janjgava, TBMM Başkanı Sn. Mustafa Şentop’a nezaket ziyaretinde bulundular. Görüşmede iki ülkenin parlamentolararası bağlarının kuvvetlendirilmesi ve mevcut olan ikili ilişkilerin pekiştirilmesinin önemine vurgu yapılarak bu yönde atılacak adımlar görüşüldü.































