Gürcü Haber: 25.Mart Perşembe günün, Gürcistan Trabzon Başkonsolosu Gela Japaridze İçişleri Bakanlığı Trabzon İl Göç İdaresi Müdürü Ramazan Talifoğlu ile görüştü.
Görüşmede Gürcistan vatandaşlarının Türkiye’ye geliş gidişlerinde karşılaşılan sorunlar ve vize ihlali mevzuatı konusu da ele alındı.
2021 წლის 25 მარტს, ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ, შეხვედრა გამართა თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალური დირექტორატის ტრაპიზონის ვილაიეთის დირექტორთან, რამაზან ლათიფოღლუსთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს მიგრაციის გენერალური დირექტორატის მიერ 2020 წელს მიღებული ახალი რეგულაციები და რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვების გაცემასთან და ვადების გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები.
ამასთან, შეხვედრის დროს თურქულ მხარეს ეთხოვა, განხილულ იქნეს საქართველოს მოქალაქეების მიერ სავიზო რეჟიმის დარღვევისათვის დაწესებული საჯარიმო სანქციების ადგილზე გადახდის შესაძლებლობის საკითხი, რაც საქართველოს მოქალაქეებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს როგორც ბინადრობის ნებართვების მიღებას, აგრეთვე, თურქეთში უკან დაბრუნებას.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მიგრაციის მართვის დირექტორატს და გენერალურ საკონსულოს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და კომუნიკაციის მნიშვნელობას.
https://www.facebook.com/Consulate-General-of-Georgia-in-Trabzon-188520318367761/



























