Gürcistan Başbakan Yardımcısı, Gürcistan Dışişleri Bakanı Davit Zalkaliani, Antalya Diplomatik Forumu çerçevesinde Birleşmiş Milletler Genel Sekreter Yardımcısı Miroslav Jencha ile bir görüşme gerçekleştirdi. Görüşmede Gürcistan Ankara Büyükelçisi Giorgi Janjgava da hazır bulundu!

Görüşmede konu başlıkları!
– Gürcistan’ın işgal altındaki bölgelerinde korkunç insani durum ve insan hakları sorunu.
– BM’nin Cenevre Uluslararası Müzakerelerindeki önemli rolü.
– İşgal Rejimi tarafından yasadışı olarak gözaltına alınan Gürcü vatandaşlar sorunu.
– Uzun zamandır işgal rejimi tarafından gözaltında tutulan Zaza Gakheladze başta olmak üzere Gürcistan vatandaşlarının yasadışı gözaltı konusu özel olarak ele alındı.
Ağustos 2008 ateşkes anlaşmasına göre, yasa dışı gözaltında tutulan Zaza Gakheladze’nin serbest bırakılması için uluslararası toplumun katılımıyla her şeyin yapılması gerektiğine dikkat çekildi.

სამაჩაბლო / Samaçablo İşgal rejimi, sözde sınır muhafızına doğru ateş ederek öldürmeye teşebbüs ettiği gerekçesi ile yaralı olarak yakalanan Zaza Gakheladze‘i uzun zamandır gözaltında tutuluyor!
***
დავით ზალკალიანმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება, მათ შორის უკანონოდ დაკავებული პირების საკითხი განიხილა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.
შეხვედრის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარება და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული გარემო, ასევე გაეროს მნიშვნელოვანი როლი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხი წარმოადგენდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის თემას და აღინიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, რათა მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება მოხდეს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაეროს მნიშვნელოვან როლს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ყურადღება გამახვილდა თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას მოლაპარაკებათა პროცესში მთავარ საკითებზე, რაც უკავშირდება 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებას, ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასა და დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხებს.
რეგიონში შექმნილ ვითარებაზე საუბრისას, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა ქართული მხარის ფასილიტაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩართულობას, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული შედეგის მიღწევა მოხერხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის.





























