Kakha Kvashilva: 30 წელია ქართული საზოგადოება ზვიადისტებად და ხუნტისტებადაა გაყოფილი.
ახლა მიშისტები და ბიძინისტები დაემატა.
ახლა ხუნტისტებიც ზვიადისტობას იბრალებენ.
შეგვაჩვია მტერმა, რომ ჩვენი ხვედრი მაინც ბაზალეთის ძმათამკვლელი ბრძოლაა.
ტყუილია ეს.
ჩვენი ხვედრი ქუჯისა და ფარნაოზის ერთობაა, საქართველოსთვის რომ გაერთიანდნენ;
ჩვენი ხვედრი დიდი ივანე ჯავახიშვილის სახეა, პირველობა პეტრე მელიქიშვილს რომ დაუთმო საქართველოსთვის;
ჩვენი ხვედრი ცოტნე დადიანია, მამა თევდორე კველთელია, დემეტრე თავდადებულია, ქეთევან დედოფალია, გიორგი ანწუხელიძეა…
ჩვენი ხვედრი ბაზალეთის ძმათამკვლელი ომი არაა.
არ დაუჯეროთ მტერს.
































