Ömer Faruk Demirtaş: 9 აპრილი განსაკუთრებული, თუმცა, ამავდროულად, ტრაგიკული თარიღია, საქართველოს ისტორიაში : ზუსტად 33 წლის წინ, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების იდეით გაერთიანებულ ქართველ ხალხს, საბჭოთა ავტორიტარული რეჟიმის სამხედრო მანქანა დაუპირისპირდა. მთელი მსოფლიო შეძრა ტრაგედიამ, რომელმაც ჩვენი 21 თანამემამულე შეიწირა. ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველომ აღიდგინა 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.
თურქეთის მარმარილოს რეგიონის ქართული ასოციაციების ფედერაციის სახელით, კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპულ მამულიშვილთა ნათელ ხსოვნას! დღევანდელი საქართველო სწორედ მათ მონაპოვარზე დგას. ამავდროულად, ეს არის ქართველთა ერთობის, იმ ფასეულობათა საბოლოოდ გამარჯვების დღე, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდა ჩვენს დიდ ისტორიას. გვწამს, რომ სწორედ ამ იდეალების ერთგულება განსაზღვრავს ჩვენს მომავალს!



























