მეცნიერმა წარუშლელი კვალი დატოვა სამართლის მეცნიერების განვითარებაში
Rati Bergadze: მინდია უგრეხელიძე – მეცნიერი, მასწავლებელი, მოსამართლე და ადამიანი, რომელიც არის ქართველი და მაშასადამე ევროპელი!
მისი 80 წლის იუბილე არა წამების, წუთების, საათების, კვირების, თვეების, წლებისა და ათწლეულების უბრალო ჯამი, არამედ სამშობლოს განვითარებისკენ მიმართული ჭეშმარიტი მოღვაწეობის ისტორიაა.
მეცნიერმა წარუშლელი კვალი დატოვა სამართლის მეცნიერების განვითარებაში, მასწავლებელმა ქართველი იურისტების მრავალ თაობას აჩვენა სამართლიანობისკენ მომავალი გზა, მოსამართლემ კი არამხოლოდ ქართული, არამედ ევროპული სამართლებრივი აზროვნების განვითარებაშიც კი ერთ-ერთი ძირითადი როლი შეასრულა.
იუსტიციელებს გაგვიმართლა, რომ გვაქვს ამ კაცთან ერთად ფიქრის და ქმედების უფლება იმ საქმეში, რომელიც ქართული დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობას ემსახურება.
































