Kakha Kvashilava : თუკი აფხაზი ჩვენთან ერთად თანამონაწილეობდა ერთიანი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, მის ფოლკლორს ლეონიდან მოყოლებული გიორგი ბრწყინვალემდე ერთი მეფე მაინც რატომ არ ახსოვს?
საქართველოში კუთხე არაა, თამარზე ლეგენდა რომ გვქონდეს.
გამონაკლისი მხოლოდ აფხაზური ფოლკლორია. თამარი კი არა, თითქოს “მათი მშობლიური” ლეონის არსებობაც კი არ იციან…
ერთადერთი, რაც იციან, ისაა, რომ ჯერ „აჩბები“ (ანჩაბაძეები) განაგებდნენ მათ, შემდეგ კი – „ჩაჩბები“ (შარვაშიძეები).
ადგილობრივი ფეოდალური საგვარეულოების დასახელება მხოლოდ სავსებით ნათლად მიუთითებს იმას, რომ მათი ჩამოსახლება სწორედ საქართველოს ფეოდალური დაქუცმაცებულობის პერიოდში მომხდარა.
ჰოდა, სადაა აქ ერთიანი ისტორიული გამოცდილება?!























