4. დღეს გაგაცნობთ დაპირებისამებრ რიგით მეოთხე, ეთნიკურ ქართველს ბატონ, Mustapa Yelkincs( ანუ გიორგი დიასამიძეს).
ბატონი გიორგი გახლავთ მართლაც ნამდვილი ქართველი, საიდან დავრწმუნდი იცით!? მასთან სტუმრობისას ვერ აგიხწერთ რა ემოცია მქონდა, მაშინ როცა დავინახე მასში მოზღვავებული დოზით ქართული სტუმართმოყვარეობა, მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი რაც არ უნდა უცხო მიწაზე გაიზარდოს, გენეტიკა თავისას არ იშლის … იგი საუბრობს ქართულად არაჩვეულებრივად. იმდენად იყო ჩვენი სტუმრობით გახარებული, რომ ქართული ლექსიც კი წაგვიკითხა საქართველოზე.
თავის დედა სამშობლოზე, (ასე უწოდებს საქართველოს), უზომოდაა შეყვარებული მასზე. ცდილობს რაც შეუძლია მეტად დაუკავშირდეს ქართულ კულტურას. სტამბოლში დაარსებულ ქართულ ასოციაციებთან მჭიდრო კავშირი აქვს, არ ტოვებს არცერთ ღონისძიებას. საუბრისას იმანაც გამაოცა ,რომ უნდა თავის
შვილიშვილებს ასწავლოს ქართული წერა-კითხვა, აღზარდოს ქართულ ტრადიციებზე, რაც მის დიდ ქართველობაზე მეტყველებს.
გიორგი დიასამიძე დაიბადა ართვინ ბორჩკაში 1965 წელს. ქართული მშობლებისგან ისწავლა, მოგეხსენებათ იმ დროისთვის ქართულად საუბარი აკრძალული ქონიათ ართვინში ,რომ დაგვინახავდენ ეთნიკურ ქართველებს მასწავლებლები რუსებს გვეძახდნენო, გვიყვება დიდი გულის ტკივილით ბატონი გიორგი, თუმცა ამ რთული დღეების მიუხედავად უფრო უღვივდებოდა საქართველოსა და ქართველებისადმი სიყვარული და ლტოლვა ბატონ გიორგის .
მისი სახელის შესახებ ორი სიტყვით მინდა გიამბოთ, გიორგი მისი ქართული სახელია ,1994 წელს პირველად როცა ჩავიდა საქართველოში, აი ზუსტად მაშინ მის ნათესავებს დაურქმევიათ მისთვის სახელი , გიორგი და მას შემდეგ ატარებს ამ სახელს ამაყად.
იგი პატარაობიდანვე ყოფილა აღფრთოვანებული ქართული კულტურით, როცა საზღვრები გაიხსნა ამან კიდევ უფრო, დააახლოვა ქართულ კულტურასთან და ტრადიციებთან.
1982 წელს იგი დამკვიდრებულა სტამბულში და დაუწყია მუშაობა სტამბოლის მუნიციპალიტეტში, ამ წლებშიც არ გაუწყვეტია მას ურთიერთობა საქართველოსთან, საქართველოში ყავს ნათესავები, ყავს მეგობრებიც…
სტამბოლში ჩამოსვლისას და დამკვიდრებისას იგი დაკავშირებია ქართულ ასოციაციებს…
ერთ ხანობას, ქართული კულტურის ცენტრის წევრადაც აურჩევიათ. პარალელურად არცერთი ღონისძიებას არ ტოვებდა სტამბოლში არსებული ქართული ასოციაციებისას. “საქართველოს კულტურის სახლის”, “ქართული მეგობრობის ასოციაციის”
“, ქართული ენის ცენტრისა” და “ქართული ხელოვნების სახლის “.
ძალიან უყვარს დედა სამშობლო, მშობლიური ენა და იგი საუბრისას ამბობს რომ ორი ოცნება ქონდა, პირველი ოცნება წერა-კითხვის, სწავლა, მეორე ოცნება კი იყო დედა სამშობლოს მოქალაქეობა.
ვწერ და ვკითხულობ ქართულად და საქართველოს მოქალაქეც გახლავართ , ამბობს ბატონი გიორგი თავის ოცნებების ახდენის შესახებ და ბედნიერია. მესამე ყველაზე დიდი ოცნება ბატონი გიორგისთვის გახლავთ ის, რომ თავის შვილებმა და შვილიშვილებმა წერონ და იკითხონ, ისაუბრონ ქართულად, უფალმა ინებოს და ეს ოცნებაც აგსრულებოდეთ ბატონო გიორგი.
პ.ს.
ძალიან საინტერესო რესპოდენტი იყავით ბატონო გიორგი , უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ დროისთვის, რაც დროც გამონახეთ ჩემთვის ..
მე გაძლევთ პირობას, თქვენი მესამე ოცნება აგისრულდებათ აუცილებლად.
პატივისცემით.
ეკა ნადირაშვილი























