აი რა ვუქენი!
მადლობა წინასწარ ყველას!
დავწყნარდი ეხლა!
ბევრი დრო წამართვა ამ ნახატმა.
არადა მხატვრებს ისედაც ცოტა დრო გვაქვს!
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ -მხატვრებს ისედაც
“ერთი ცხოვრება არ გვყოფნის”
თქო!
p.s.
ეს არაა ჩემი სტილი და ამ ამან საცღა შემიტყუა.
ამ სურათზე ერთხელ დამეწუწა მუქი ტონი ჩარჩოზე და ონკანის ცხელი წყლით გადარეცხვა, რომ მოვინდომე ჯერ კიდევ კარგად არგამშრალი ნახატიც დამისველდა.
ამ დროს ნამუშევრის ნახევარი წაიშალა, ზოგ ნაწილში საღებავიც კი აძვრა.
მეორე დღიდან, სამი დღის განმავლობაში, კომპოზიციაზე ხელახლა მომიწია მუშაობა.
ამიტომ ვამბობ, რომ ბევრი დრო წამართვა თქო ამ გაუგებარმა კომპოზიციამ.
ასეც ხდება ხოლმე მეგობრებო- და არა ერთხელ.
გუშინ კიდევ ახალ, სხვა სურათზე დავიწყე ზედვე, მეხუთედ მუშაობა.
- მაგას სამი წელია ვხატავ.


































