
1993 წლის სექტემბრის იმ მწარე დღეებში ვნახე, კოდორის ხეობაში. ცას რუსის თვითმფრინავებისგან ჩამოყრილი ცეცხლოვანი მაშხალები ანათებდა, ქვევით სოხუმი იწვოდა და კაციჭამიები ზეიმობდნენ. წებელდის გზაზე კი მიდიოდა გაუბედურებულ ქართველთა მღვრიე მდინარე. ერთგან რამდენიმე მამაკაცს მოეყარა თავი,ზეზეულა ნაჩქარევად სვამდნენ ჭაჭას. იქვე მდგომ ნოდარ ნათაძესაც დაუძახეს, ჭაჭა დაუსხეს. ერთმა უთხრა, ბატონო ნოდარ, აი ხომ ხედავ, გვითხარი რამეო. მისი სახე და ეს სიტყვები არასოდეს დამავიწყდება, თქვენც გიზიარებთ: ნოდარმა ჭიქას დახედა, გულიდან ამოიღო: “ღმერთმა რევანში აგვაღებინოს” და გადაჰკრა.
საუკუნოდ იყოს ხსენება შენი ნოდარ ბატონო.
უფალს შევთხოვ იმ ჯოჯოხეთის გზაზე ნათქვამი შენი სადღეგრძელოს ახდენას: ღმერთმა რევანში აგვაღებინოს!





























