სტამბოლში ქართული ფოლკლორის ტრიუმფი – „გენი“ პირველად ათათურქის კულტურის ცენტრის სცენაზე

2026 წლის 26 აპრილს სტამბოლში მდებარე (Atatürk Kültür Merkezi) ქართული კულტურისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საღამო გაიმართა. საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი, გენერალური საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად, დაესწრო ქუთაისის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის გენი ბრწყინვალე კონცერტს.
ღონისძიება ჩატარდა თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რაც საღამოს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა. ქართული კულტურის მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ხალხთა შორის მეგობრობისა და კულტურული დიალოგის ძალა.
საღამოს მთავარი ისტორიული მომენტი გახდა ის ფაქტი, რომ Atatürk Cultural Center-ის პრესტიჟულ სცენაზე პირველად წარდგა ქართული ფოლკლორული ანსამბლი. მაყურებელმა დიდი ინტერესითა და ემოციით მიიღო ქართველი ბავშვების შესრულებული სიმღერები და ცეკვები.
კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა. დარბაზი სავსე იყო მაყურებლით, ხოლო ყოველი ნომრის შემდეგ აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდებოდა. ახალგაზრდა შემსრულებლებმა ღირსეულად წარმოაჩინეს ქართული ტრადიციების სილამაზე, ენერგია და სულიერი სიმდიდრე.
ეს საღამო არა მხოლოდ წარმატებული კულტურული ღონისძიება, არამედ საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი გახდა. ქართული ფოლკლორის ჟღერადობამ სტამბოლის გულში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კულტურა საზღვრებს არ ცნობს.
GHA – ქართული ამბების სააგენტო
































