როგორ მუშაობს გეოპოლიტიკა?!
Zurab Maghradze: სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის დირექტორმა განაცხადა – დღეს ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა კანონის უზენაესობაა. იგი ასევე ინფრასტრუქტურის დაუსრულებლობის და კადრების დეფიციტის საკითხებსაც შეეხო.
საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციამ (GLA) წარმოადგინა საწყობის და ტვირთების ექსპედიტორის სპეციალისტების პროფესიის და საგანმანათლებლო სტანდარტები, რომელთა შემუშავება განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.
„შუა დერეფანზე“ საუბრისას დუისბურგში გამართულ სამიტზე სარკინიგზო კომპანიის დირექტორმა განაცხადა: მთავარი პრობლემა არის ფიდერული გადაზიდვების ორგანიზაცია და გადაზიდვის დრო შეადგენს 50-დან 60 დღემდე, ხოლო ღირებულება 30%-ით მეტია, ვიდრე ჩრდილოეთის მარშრუტის შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში საზღვაო გადაზიდვები უფრო მიმზიდველია ბევრი ტვირთგამგზვნისთვის.
ამ დროს „შუა დერეფანში“ სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 45 %-ით გაიზარდა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ოღონდ, ეს ზრდა განაპირობა ჩრდილოეთის მარშრუტიდან “შუა დერეფანში“ ტვირთნაკადების დაახლოებით 1%-ის გადართვამ.
NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება.
აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში, EU Global Gateway Board-ის შეხვედრაზე განხილული იქნა ევროკავშირისა და საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელის პროექტიც, რომელშიც 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება განიხილება.
თურქეთის პრეზიდენტმა დააპრიორიტეტა ლაპის-ლაზულის [დერეფანი ავღანეთს თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით აკავშირებს შავ ზღვასთან და, თურქეთის გავლით – ხმელთაშუა ზღვასთან და ევროპასთან] განვითარების მნიშვნელობა, როგორც წვლილი რეგიონულ უსაფრთხოებაში.
Bloomberg-ი იტყობინება, რომ თურქეთის პრეზიდენტი თურქმენეთის ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდებას რუსეთის გვერდის ავლით ფიქრობს.
და რუსეთის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ: მობილიზაციის ფონზე სამუშაო ძალის უკმარისობაა, წარმოების გაზრდა შეუძლებელია.
დღეს კი ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში ქართველებს სამხედრო დანაშაულები არ ჩაუდენიათო.
ლიბერალური გლობალიზაცია წყვეტს ქვეყნის ბედ-იღბალს. ახლა შეაჯამეთ ერთი კვირის ფაქტები და მიხვდებით კონტინენტური წესრიგის პოლუსი სად იკვანძება.




























