ამ ფოტოზე ოთხი გამორჩეული ქართველი ქალბატონი ეთნოლოგია წარმოდგენილი; სურათი ზუსტად 70 წლის წინაა გადაღებული, რასაც უკანა მხარეზე ქალბატონ ჯულიეტა რუხაძის წარწერაც ადასტურებს.

პირველი მათგანი უდროოდ, 37 წლის ასაკში გარდაცვლილი ლუბა ბოჭორიშვილია (+1952 წელი), მეორე – ქალბატონი თალიკო თოფურიაა, რომლის კეთილშობილი სახე არასდროს დამავიწდება (ხშირად ასე მომმართავდა „ჩვენი ბიჭი“!). თალიკო თოფურიას გამოკვლევა სულგუნის შესახებ დამეხმარა, რომ სათანადო პასუხი გამეცა ქართული კულტურის ქურდებისათვის. მესამე ქალბატონი ჯულიეტა რუხაძეა, მეოთხე – ქალბატონი თინა ოჩიაური. ქალბატონ თინასა და ქალბატონ ჯულიეტას შარშან ჩემი წიგნი – „საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები“ მივუძღვენი და შევეცადე მოგონებაში ჩემი დიდი მოწიწება გამომეხატა მათდამი. ქალბატონმა ლუბა ბოჭორიშვილმა ამ ქვეყნიდან უდროოდ წასვლის მიუხედავად, თავისი სიტყვა თქვა მეცნიერებაში. მისი ნაშრომები ეთნოლოგიური მეცნიერების კლასიკას მიეკუთვნება. ყველა ეთნოლოგი, ვინც კი მოესწრო ქალბატონ ლუბას, დიდი მოწიწებით იხსენებდა. ჩემმა მასწავლებელმა მიხეილ გეგეშიძემ თავისი პირველი მონოგრაფიული გამოკვლევა ქალბატონ ლუბა ბოჭორიშვილის ხსოვნას მიუძღვნა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები! ❤





























