
იუნკრებიდან დავოსამდე
ჩემ გარშემო ვიცი ბევრი განერვიულდება ხოლმე, როგორც კი რუსეთიდან სიგნალები ჩნდება ჩვენი ქვეყნის მიმართ. იქნება ეს ფრენები, 3+3 თუ ახალი გვირაბის გაჭრა. შევეცდები ცოტა დაგამშვიდოთ.
საქმე ისაა, რომ მთელი დამოუკიდებლობის პერიოდში, ჩვენ და უკაინა ერთადაც რომ დავმდგარიყავით უღლის მოსაცილებლად, არაფერი გამოგვივიდოდა დასავლეთის გარეშე. მთელი ეს წლები დასავლეთიც დაიღალა პრობლემებით.
ჩვენ ვერ გავუმკლავდებოდით ხუთ საუკუნოვან იმპერიას. მთავარი ძალა რაც იყო მოსაგერიებელი ეს რუსული კაპიტალია. საქმე ისაა, რომ საბჭოეთის დაშლის შემდეგ მოსკოვს დსთ-ს შექმნით გავლენის სფერო დაუტოვეს. დაუტოვეს იმიტომ, რომ მთელი ყოფილი საკავშირო ეკონომიკა ინტეგრირებული იყო და უცბათ ახალ რესპუბლიკებში ვერ შეცვლიდნენ ამას. ამიტომ, გავლენის სფერო დაუტოვეს და დაიწყეს პროექტების განხორციელება ამ რესპუბლიკებში, ადამიანის უფლებების, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის სფეროში და სხვა. ყოფილმა საბჭოთა საზოგადოებებმა ვერ აუღეს ალღო სიახლეს, საშუალო ფენა გადავიდა ახალი ლიდერების მოლოდინში და იმედს არ იწურავდა, ხოლო ვეღაცეებმა საბაზრო ეკონომიკა მარტო ფულის კეთების დაზგად მიიღეს, რაც არაა სწორი. გარკვეული იმედი ჰქონდა დასავლეთს, რომ რუსეთი დადგებოდა ცივილიზებულ მხარეს, რადგან რესურსები დიდძალი აქვს. მოსკოვმა არ მოიშალა კაგებეშნიკური შიშები, ხან გროზნო, ხან სირია, ხან ცხინვალი…
უკრაინა დიდია. მოსკოვს ისევ საბჭოეთის აღდგენა მოუნდა, ისე რომ ყოველგვარი ანალიზის გარეშე დაიწყო მოქმედება. დასავლეთმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოსკოვი ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების საპირწონედ აღარ გამოდგებოდა, ამიტომ შედგა ბრექსიტიც. გადაწყდა, სანქციებით რუსული კაპიტალის დასუსტება, იარაღის მიწოდებით ომის ბედის გადაწყვეტა. ამ ყველაფერს ლონდონი ჩაუყენა სათავეში. ბრიტანეთი კი ბოლო ხუთი საუკუნის მანძილზე, რომელ ომშიც შევიდა, ჯერ არც ერთი არ წაუგია. მიზანი არის შემდეგი, ნაცვლად გერმანიის მეთაურობით ევროკავშირისა და ფედერაციას შორის კონტინეტური წესრიგისა, უნდა შეიქმნას კონტინენტური უსაფრთხოების გარანტია აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის ღერძით. ეს ღერძი გადის ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე.
საკითხი რომ საქართველოს რუსული მთავრობა ჰყავს, ზოგადად არ მგონია სწორი ფორმულირება. ეს ასე გინდ იყოს, გინდ არა, ეს არაფერს ცვლის, რადგან მთელ რიგ სატრანზიტო სიმძლავრეებთან ჰქონდა გავლენა მოსკოვს მთელი ეს 32 წელი. წნეხი საკმაოდ დიდი იქნებოდა ყოველთვის. მარტივად რომ ვთქვათ, როგორც კი საქართველო ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე დაიწყებდა საუბარს, მეორე დღესვე ცხინვალში გაიტაცებდნენ მოქალაქეს, ან ყარაბაღში ამინდი გაცხელდებოდა. ეს იმისთვის, რომ რეგიონი ყოფილიყო არასტაბილური და ინვესტორი აქ არ მოსულიყო.
დემკრატები როცა მოდიოდნენ თეთრ სახლში, კავკასიაში მილსადენები, რკინიგზები და მსგავსი პროექტები ვითარდებოდა. ასე თუ ისე საქართველო ამ ბრძოლების ფონზე მაინც ახერხებდა სვლას. წარმოიდგინეთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელმაც პეკინი უნდა დააკავშიროს ლონდონს, აქაც რუსული ტვირთები დადიოდა. რუსულ საიტზე დევს პირდაპირ ინფო, რომ აბრამოვიჩი ნაგლინს და ფოლადს ზიდავდა მახაჩკალიდან თურქეთში.
რუსულ კაპიტალს სანქციების შედეგად ახლა გავლენები უმცირდება ყოველ დღე. ეს ერთ და ორ თვეში ვერ დამთავრდება.
საქართველო კი ყველას ჭირდება. ამისთვის ყველას მოუწევს საქართველოსთან კარგი ურთიერთობის შექმნა. აითოლებიც კი ჩამოვიდნენ თეირანიდან პატრიარქთან ნათლისღებისას. და ეს პროცესი გაგრძელდება. რუსეთს კი, რომელსაც ერთი ლენინი ვერ დაუმარხია, რადგან მიწა არ აქვს საკმარისი, არ მოიშლის თავისას არასდროს.
მოსკოვი ცდილობს ხან ფრენების აღდგენას, ხან რას და ხან რას, მაგრამ სანქციების დიდ დარტყმას ვერ უპირისპირებს ვერაფერს, ამიტომ შიდა მოხმარებისთვის, ანუ თავის შიდა წრეებისთვის საჩვენებლადაა ვითომ მოკავშირეებთან ახალი პროექტები, ფრენები და ა. შ. რომელიც არაფერზე არ დგას. არანაირი მყარი ფუნდამენტი ამას არ ახლავს, გარდა იმისა, რომ თავის აგენტურას ალაპარაკებს როგორც უნდა. ეს კი არაფერს ცვლის.
დასავლეთმა ისეთი მყარი ფუნდამენტები შექმნა ამ წლებში, რომელმაც ქვეყნები ერთმანეთს უნდა დააკავშიროს. TRACECA, CAREC, INOGATE, BABS, Lapis Lazuli, GUAM და ა. შ. მთელი ცენტრალური აზიის, აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის ინტერესები ერთმანეთს კვეთს. ანუ დიდი კაპიტალი აქ დატრიალდება, რუსული კაპიტალის შემცირების კვალდაკვალ.
საქართველოს სამი პატრიარქის მწამებელი და კიევის სამ დღეში ამღები იმპერია კი ტიტანიკში ზის და მხოლოდ მეთაურებს ცვლის გემზე.
დღეს აქ რომ რუსები არიან შემოსული და ბიზნესები და საბანკო ანგარიშები გახსნეს, ეს არაა ის რესურსი, რომელიც გადაწონის აბრეშუმის გზის კაპიტალს. ამიტომ, ახლა ნერვიულობა ამაზე არ ღირს. რუსეთის მთლიანი ეკონომიკა ბელგია-ჰოლანდიის ეკონომიკის ხელა იყო, ახლა მაგდენიც აღარ არის.
გავითვალისწინოთ, მარო მაყაშვილის დროს ბევრი რუსი რომ იყო თბილისში, მაშინ დავოსის ფორუმი არ არსებობდა. დავოსი, სადაც მსოფლიო ლიდერები შუა დერეფნის საკითხებს იხილავდნენ. ესაა განსხვავება პირველ რესპუბლიკასა და დღევანდელ საქართველოს შორის.
მე ერთი რამ მწამს ღრმად, რომ არ არსებობს ქართველი, რომელსაც საქართველო არ უყვარს. უბრალოდ ყველას თავისებურად უყვარს. ყველაზე დიდი პატრიოტიზმი კი პროფესიონალიზმზე დგას.
მე ამას ვწერ ადამიანი, რომელსაც კარგი კავშირები აქვს ისტორიულ ტაო-კლარჯეთთან, ცოტა საინგილოსთანაც. არ არსებობს რაიონი საქართველოში, რომლის მინიმუმ ხუთ სოფელში რომ არ ვიყო ნამყოფი, ძირითადად საქმიანი შეხვედრებით. სოხუმშიც ნამყოფი ვარ, ახალ ათონშიც. ყველა კუთხის გამოძახილი და შეძახილიც კარგად მესმის. ემიგრანტებთანაც მაქვს კავშირი.
მერწმუნეთ ერთ რამეში, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
























