აღმოსავლეთით ცისკარი რომ ხვდება ალიონს, მაშინ ბიგ-ბენი გელათის საათს ეთანადება.
მაშ ასე,
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსთა ფედერაციამ და ევროკავშირმა აიღეს ვალდებულება, კონტინენტური უსაფრთხოების გარანტორობის თაობაზე. 2008 წელს მოსკოვმა საქართველოს დაარტყა. ეს ნიშნავდა, რომ მოსკოვი თავისი ვალდებულების შესრულების პირობიდან თავად გამოვიდა. დასავლეთის ლიბერალური ფლანგი დარწმუნდა, რომ მოსკოვი შეთანხმებული წესრიგის გარანტი ვეღარ იქნებოდა. დასავლეთის კონსერვატორებმა კი გააგრძელეს ზრუნვა ფედერაციისთვის, მაგრამ ლიბერალურმა ადმინისტრაციამ ბარაკ ობამას თაოსნობით დაძრა ახალი, მრავალპოლარული მსოფლიოს იდეა (2010). მას მოჰყვა შვედეთიდან აღმოსავლეთის პარტნიორობის პლატფორმის დაწინაურება და გეოპოლიტიკურად ეს ნიშნავდა აბრეშუმის გზის აღდგენას (2011). ამ ყველაფერმა მოსკოვი კიდევ უფრო გააძაღლა და ევროპამ მიიღო ყირიმი 2014. ამერიკელი დემოკრატები დარწმუნდნენ, რომ ბევრად მძლავრი ქმედება გახდებოდა საჭირო და ამისთვის ტონი ბლინკენმა 2016 წელს განაცხადა, რომ აბრეშუმის გზაზე საქართველო იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას. კიდევ უფრო მეტად გაძაღლებულმა მოსკოვმა ტრამპის პირობებში დაიწყო 3+3 ფორმატის შექმნა.
ამის მერე თეთრ სახლში ბაიდენი, ხოლო კაპიტოლიუმში დემოკრატები მოდიან, ანუ მაგიდის სათავეში ლიბერალები მოექცნენ. ამით კრემლის ბედი უსტარზე უკვე დაწერილი იყო. უსტარის საპირწონედ პუტინს რამე უნდა ეღონა. ვეღარაფერი გააწყო და ომიც დაიწყო.
ომის დაწყების წლისთავზე ბაიდენი ჩადის კიევში, შაჰინი ჩამოდის თბილისში. საკონტროლო გასროლა უკვე გაკეთებულია. მეორე დღესვე მედვედევი ფედერაციის შესაძლო დაშლაზე ალაპარაკდა.
რა მოხდება აქ?
არაფერი ისეთი, მხოლოდ ეკონომიკა და ბაზარი შეიცვლება. და ის გახდება თავისუფალი, რადგან აბრეშუმის გზაზე ქარავნების ძარცვის უფლება აქ არავის ექნება. კონტინენტური ვაჭრობა კიევი-თბილისის გავლით გახდება თავისუფალი და სამართლიანი. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკამ უნდა გვმართოს. ამერიკა გეოპოლიტიკური პერიფერიაა. შავი ზღვის გლობალური კარიბჭე უნდა ვმართოთ ჩვენ, ქართველებმა, უკრაინელებთან ერთად. უკრაინამ დაუწესა უკვე 50 წლიანი სანქცია რუსეთს. რუსული კაპიტალის ჭაჭანება აღარ იქნება დღეიდან 50 წელი. საკონტროლოდ გასროლილი ტყვიის ტრაექტორია ფედერაციის შიგნით ახალ საზღვრებს უკვე ხაზავს.
საქართველოში ქუდების შემოტრიალებას მალე შეამჩნევთ, მაგრამ ლიბერალები სამართლიანები არიან და არა გულმავიწყები.
ბრექსიტის შედეგად, ბრიტანეთი თავისუფალია მოსკოვთან რაიმე გეოპოლიტიკური ვალდებულებისგან. მალე, აფრიკიდან იაპონიამდე, ირლანდიიდან სინგაპურამდე და ბალტიიდან ეგვიპტემდე, ყველას მოუწევს გელათის საათზე დროის გასწორება. ვინც არ იცის მზის საათის ცნობა, შეუძლია ბიგ-ბენს უცქიროს.





























