წუხელი არ დამეძინა და ლექსებზე ვფიქრობდი.(კონკრეტულად ,ლექსის წერის მიზეზზე.)
შემოქმედს ხშირად ინსპირაციის წყარო ჰყავს, კონკრეტულად ლექსი ტკბილ-მწარე ემოციათა შედეგია.
თუ გულს გვატკენენ – ვწერთ, თუ გვაამებენ, ვწერთ, თუ გვიყვარდება -ვწერთ, თუ გვენატრება -ვწერთ, თუ სული გვიწუხს ვწერთ, თუ გული გვტკივა – ვწერთ, თუ გვიხარია – ვწერთ, თუ მელანქოლია შემოგვეპარება-ვწერთ და სულ მუდამ ვწერთ, ვიდრე გული რაღაცას გრძნობს.
ჩემს ლექსებს ბევრი ავად თუ კარგად სახსენებელი ადრესატი ჰყავს. ..
და თქვენი წყალიბით ისეთია ჩემი “პოეზია” როგორიც არი.
წუხელ ფიქრებად შემომერია, ნეტა როგორი იქნებოდა ისინი, თქვენ რომ არ ყოფილიყავით ჩემს ცხოვრებაში.
იქნებ ამ ლექსებისთვის ღირს ავსაც და კარგსაც მადლობა გადაგიხადოთ.
თქვენ თუ არა, უფალს ვმადლობ, რომ კალამი და სიტყვა მომანდო, რომელიც ნებისმიერი გსნსაცდელის დროს ყავარჯენივითაა, მას დავეყრდნობი და არ მიღალატებს.
ლექსები გავასულიერე, რადგან ადამიანს, რომელსაც სული უდგას ორი სახე აქვს, ერთს უყურებ და მეორეს მალავს.
ლექსს კი როგორც ვწერ ისე ვკითხულობ, ისე მესმის და ისევე ვუგებ მას.
ნეტა მართლა როგორი იქნებოდა ჩემი ლექსები უთქვენიდ ,ცარიელი თუ უფრო სავსე ემოციით? ან იქნებოდა კი საერთოდ ლექსი?
მადლობა თქვენ!
თქვენმა ცუდობამ მე კარგი ლექსები მაწერინა, თქვენმა კარგობამაც უკეთესი. მადლობა თქვენ!





























