ქუთაისი – Kutaisi
მე,დავიბადე იქ, იმ ქალაქში, სადაც ქალის ჩამოვლაზე, ბირჟაზე ჩაცუქული მკვლელები, ნარკომანები, ქურდები,
პროფესორები და ლოთები,ერთხმად დგებოდნენ ფეხზე და თავს მოწიწებით უკრავდნენ.
მე დავიბადე იქ, იმ ქალაქში, სადაც მოსაკლავად
გახაზირებულ არაკაცს, სადარბაზოსთან შვილმა მოაძახა: მამა, სახლში მალე მოხვალ? … და მისთვის განკუთვნილი ტყვია, მკვლელმა ჰაერში გაისროლა და სიცოცხლე აჩუქა.
მე, დავიბადე იქ, იმ ქალაქში, სადაც თვიმკვლელი შეყვარებული ქალი, რიონში თავს იხრჩობდა, გამვლელმა დაინახა, წითელი ხიდიდან გადახტა, გადაარჩინა და მერე აღმოჩნდა რომ ცურვა სტრესისგან ისწავლა.
მე,დავიბადე იქ, იმ ქალაქში, სადაც სერგია გიჟმა რიონის ტალღებს ბავშვი გამოსტაცა და დღეს ის წარმატებული დედა და ქალია.
მე,დავიბადე იქ, იმ ქალაქში, სადაც დაცლილ ბასეინში და გაყინულ დარბაზებში მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები გაიზარდნენ.
მე დავიბადე იქ, იმ ქალაქში, სადაც ყველა კანონზე მაღლა სიყვარული დგას, რადგან სამართალი იქაა, სადაც სიყვარულია.
მე დავიბადე იქ, იმ ქალაქში, სადაც ქალაქს გლიცერინის სუნი აქვს და ამისთვის სახეზე პირბადეს არავინ იკეთებს.
მე დავიბადე იქ, იმ ქალაქში, სადაც ყველა ადამიანი (პიროვნებები) კანონს აკეთილშობილებდნენ.
მე დავიბადე იქ, იმ ქალაქში, სადაც … ..”



























