სერიოზულად ვამბობ გავიდეთ ხალხი 9 აპრილს რუსთაველზე!!!
ხომ ხედავთ კლავიატურა ვერ გვველის !!!
მხოლოდ საქართველოს დროშებით და წარწერებით, თუნდაც თითომ ერთი მო-თხოვნა და არა თხოვნა, დავიჭიროთ ხელში :
✅33 წელია გვშია ! გვწყურია ! გვცივა!
✅ წამალი არ გვაქვს! ნუ იჯიბავთ ამდენს !
✅ეს ქვეყანა თქვენი საკუთრება არ არის !
✅ჩვენი არჩეულები ხართ !
✅ხალხი გიხდით ფულს!
✅ნება იბოძეთ, გაანძრიეთ ერთი ადგილი.
✅ მიხედეთ ქვეყანას! რით ვერ გაძეხით !
✅მოგვიმატეთ ხელფასები !
✅გაზარდეთ პენსიები !
✅მოხუცებს ნუ აშიმშილებთ!
✅ მიხედეთ ჯანდაცვას !
✅ნუ გვიხოცავთ უსახსრობის გამო ბავშვ
✅მიხედეთ განათლების სისტემას !
✅ნუ ასხვისებთ მიწებს !
✅მიხედეთ სოფლის მეურნეობას !
✅დაუბრუნეთ შვილებს ემიგრანტი დედების!
✅დაიცალა საქართველო ქართველებისგან !
✅მიხედეთ სასამართლოს !
✅დაწერეთ ისეთი კანონები, რომელიც ყველასთვის თანაბარი იქნება და ყველა სათავისოდ არ მოირგებს !
არც ერთხელ მსგავსი მოთხოვნით არ გამოვსულვართ არც ხალხი და არც რომელიმე ოპოზიცია, 33 წელია ან გადადექის, ვყვირით, ან სისხლს ვღვრით, ან რევოლუციებს ვაწყობთ,ხან ნაცები გვხმარობენ და გამოვყავარ ქუჩაში, ხან ქოცები, ან უკრაინის დროშებს ვაფრიალებთ, ან ლგბტს დროშებს, ან ევროპის დროშებს ვწვავთ, მთავარს კი არავინ მო-ითხოვთ , ხოდა ჩემო კარგებო, შევარდნაძემაც, სააკაშვილმაც, ოცნებამაც იციან, რა ცხვრის ფარაც ვართ და ამიტომაც გვწყემსავს ყველა თავის ჭკუაზე, ამხელა ამერიკას 2 პარტია ჰყავს და როგორ ცხოვრობენ, ჩვენ რა ჯანდაბა გვჭირს? მაგრამ აქ ყველა ჩინოვნიკი, მხოლოდ თავის ჯიბეზე ფიქრობს, ხალხი და ქვეყანა ფეხებზე ჰკიდიათ, ჩვენ კი იმის მაგივრად, რომ ერთად დავდგეთ, პირიქით ერთმანეთს ვჭამთ, ისინი კიდე სხედან, ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიან და თან ერთობიან ჩვენი ყურებით, ხოდა, ღირსები ვართ რაც გვჭირს! არ აქვს მნიშვნელობა, მიშა მოვა, გრიშა, ჯემალა თუ კუკურა, თუ ხალხი აზრზე არ მოვედით, ასე ვივლით წრეზე, როგორც დავდივართ 33 წელია😡


































