ო,უფალო!
სხვას ვერაფერს ვერ გთხოვ,
დრო მამძიმებს სანთელივით მდუმარს,
ყველაფერი დამითმია,ღმერთო!
მიტევების ნუ წამართმევ უნარს…
ან როგორ გთხოვ, შენს ტაძარში ვენთო,
წუთისოფელს არ ვულევდი მდურვას,
ყველაფერი დამითმია, ღმერთო!
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს ნუ წამართმევ უნარს…
ტარიელ ხარხელაური
(ახალი ლექსებიდან)
































