ღმერთივით დიდი დედა…
ცოცხალი რომ ხარ ღმერთს უნდა,
მზის დანახვასა ჰბედავ,
მანამ ბავშვი ხარ სადამდიც,
გეიმედება დედა.
არც დედისათვის არსებობს,
ასაკოვანი შვილი,
უსიტყვოდ ესმის ტკივილი,
იგებს დარდსა და ჩივილს.
გახსოვდეს როგორ უძლებდა,
შენს ტირილსა და კანკალს,
დაუღალავად არწევდა,
მძინარე შვილის აკვანს.
დედა-შვილს შორის ვინ ჩადო,
მიუწვდომელი ზღვარი,
ჩამობერდება ილევა,
გაქრება მისი კვალი.
მთებს გადალახავს დედა და,
შემწე გახსება შვილის,
ოღონდაც თვალი შეავლოს,
თავისი პირმშოს ღიმილს.
შენი გაჩენა ღმერთს სურდა,
შენი ლხინი და სევდა,
ღმერთსვე შესთხოვე გიცოცხლოს,
ღმერთივით დიდი დედა.
/07/11/2023/
გ რამაზაშვილი.
































