
ცნობილი საბჭოთა, რუსი თურქოლოგი დმიტრი ერემეევი მონოგრაფიაში „თურქთა ეთნოგენეზისი“ ასეთ რამეს წერს:
„უფრო რთული, განსაკუთრებით ეთნიკური თვალსაზრისით, იყო აღმოსავლეთ ანატოლიის ისტორია. ანატოლიის ჩრდილო-აღმოსავლეთი უძველესი დროიდან დასახლებული იყო ჭანებით ანუ ლაზებით – ქართველური ენობრივი ჯგუფის ტომებით (ლაზური ენა, ისევე როგორც ქართული, კავკასიური ენათა ოჯახის ქართველური ჯგუფის ნაწილია, განსაკუთრებით ახლოსაა მეგრულ დიალექტთან). ეთნონიმი „ჭან“ თურქეთში დღემდეა შემორჩენილი პონტოს მთებში ჯანიკის ქედის სახელში. ეთნონიმმა „ლაზი“ ძველთაგანვე მისცა სახელი ამ ხალხის ქვეყანას – ლაზიკა, რომელიც თურქებმა გადააკეთეს ლაზისტანად. ადრეული პერიოდიდან ჭანისა და ლაზების ტომები, ნ. ი. მარრის მიხედვით, ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ დასავლეთით მდ. ყიზილ-ირმაკამდე, რომლის თავდაპირველი სახელი გალისი მომდინარეობს ჭანურიდან, სადაც ის „მდინარე“-ს ნიშნავს. მეგრულად სიტყვა „გალი“ („ღალი“ – კ.კ.) ასევე ნიშნავს „მდინარეს“
(Д. Е. Еремеев. Этногенез турок (происхождение и основные этапы этнической истории). Москва, издательство “Наука”, 1971, стр. 50).
გვედავებიან ენგურსგაღმელი კოლეგები ტოპონიმიკაში, მაგრამ რა ვუყოთ ასეთ დასკვნებს?!

























