Mama Adami Ahaladze: ჩემო ძვირფასებო, შავი ზღვის აჭარის სანაპიროს მცხოვრებნო, ქრისტეს მიერ საყვარელნო! თქვენს გვერდით მიგულეთ ყოველთვის და ახლა, როდესაც სტიქიამ გამოცდა მოგვიწყო! გულს ნუ გაიტეხთ! უფალი გადაგვატანინებს ამ განსაცდელსაც! ჩვენ კი უფრო გულისხმიერები გავხდებით ბუნების მიმართ, უფრო შევიყვარებთ ზღვას იმ სიყვარულით, რომელიც ურთიერთდანდობასა და ურთიერთპატივისცემას გულისხმობს! ღმერთმა დაგვლოცოს და არ მოგვიშალოს სიამე ამ ზღაპრული სანაპიროს სანახაობით ტკბობისა!

დედაო ღვთისავ, მოგვხედე და დაგვიფარე!
წლების წინ ქობულეთში შევესწარი აქაური ბუნების ერთ საოცარ, თვალწარმტაც სურათს…
მამა ადამი
ქობულეთის სანაპიროდან დანახული მისტერია
ჰორიზონტს შეჯარულ ლუშისფერ ღრუბლებმა
ალისფერ-წითელი ჯვარი ამოაჭრეს
მზის დისკოსს, ჩამავალს.
გულშიც რომ ჩაიკრეს,
მალამოდ დაედვნენ,
დაფარეს თვალთაგან
ციმციმა ვარსკვლავთა,
უმზეო ყოფა რომ ებოძათ ცათაგან
და დარჩნენ მთვარის-ღა ამარა –
დაღამდა,
ვერ ფარავს მათ ნაღველს სინათლის ქარაგმა.
ტალღების დგაფუნში ქარებმა მობერეს.
დაისი. ცისა და ზღვის კარზე – მოლბერტზე
დახატეს ღრუბლებმა ალცეცხლის ენებით
მზის ჯვარი აღდგომის უწითლეს ფერებით.
მანამდის, ვერც მერე ვერასდროს, ვერასგზის
ვერ ვნახე ვეღარსად მზისჩასვლა ჯვრიანი.
თან მახლავს, მიპყრობს და არ მტოვებს, მაწვალებს
სევდა იმ ხილვისა ცის გულისფიცარზე.
… და ვით დაივიწყოს
რითმებმა მზის დისკოს –
ღრუბლებში ჯვარცმული!
ამ ლექსში, ქართულში,
ის დარჩეს, ის იყოს!





























