ძვირფასო მეგობრებო მინდა სიხარულით გაცნობოთ კიდევ ერთი ქართული ენის წერა -კითხვის კურსის გახსნის შესახებ.
18 დეკემბერს თურქეთის რესპუბლიკის იზნიქის სახალხო განათლების (T.C. Iznik Halk eğitim merkezi) ბაზაზე, იზნიქის ბათუმის კავკასიის კულტურის და ურთიერთდახმარების ასოციაციამ ქართული ენის კურსები ოფიციალურად გახსნა.

მოლოდინს გადააჭარბა ენის შესწვლის მსურველთა სიმრავლემ.
დარეგისტრირდა 70 -მდე კურსელი/მოსწავლე. რიცხვი ყოველდღე იზრდება.10 დღის განმავლობაში მსურველების რეგისტრაციას ასოციაცია კვლავ აგრძელებს.
ინტერესი ძალიან დიდია და ამავე დროს პასუხისმგებლობაც.
კურსზე ოჯახებით დადიან. მეუღლეები,მამები,დედები და შვილები. უფრო ბავშვები აქტიურობენ.ყოველ გაკვეთილზე ახალი მეგობარი მოჰყავთ. მათგან ყველაზე პატარა 9 წლისაა.
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო, იზნიქის ბათუმის კავკასიის კულტურის და ურთიერთდახმარების ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ მეჰმედ ჩილს Mehmet Çil და ორჰანგაზის კავკასიის კულტურის და ურთიერთდახმარების ასოციაციის თავმჯდომარეს ბატონ ადემ თურანს Adem Turan . მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავით.მადლობა ყველას ვისაც ამ საქმეში პატარა წვლილიც კი მიუძღვის.
პერსონალური მადლობა მინდა გადავუხადო იზნიქის სახალხო განათლების ცენტრის დირექტორს ბატონ იუჯელ დოღანს Yücel Doğan რომელმაც ძალიან გულთბილად მიგვიღო და შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გააკეთა კურსის გახსნისთვის.ის თავის მეუღლესთან ერთად ესწრება კურსს და სწავლობს ქართულად წერას და კითხვას.
იზნიქი/ ძველი სახელწოდება ნიკეა / ისტორიული და ქართველებით მჭიდროდ დასახლებული ქალაქი თურქეთში.
ქართველებით დასახლებული სოფლებში: ელმალი,ქირინთი,ჯანდარლი,ოსმანიე, ქუთლუჯა,ჰაჯიოსმანი,ჰისარდერე დღემდე ქართულად საუბრობენ, შენარჩუნებული აქვთ სამეურნეო და საოჯახო ტრადიციები,ფოლკლორი,სამზარეულო. 145 წელია აქ ცხოვროვრობენ სასაუბრო ენა კარგად იციან ,თუმცა ქართულად წერა-კითხვის სწავლის საშუალება არასდროს ჰქონიათ.
ჰოდა , ახლა იზნიქში ქართველებთან ერთად ჩვენს ახალ ისტორიას ვწერთ.
დღეს,გაკვეთილის მიმდინარეობისას, მარმარილოს ქართულ-კავკასიური ასოციაციების ფედერაციის ქალთა ორგანიზაციის წევრები Margüfed Kadın Kollari გვესტუმრნენ.მოგვილოცეს ახალი კურსის გახსნა და წარმატებები გვისურვეს.





























