წესად არა მაქვს სხვის ხარჯზე ყოფნა,
არც სხვის გაკვალულს მივუყვები არხეინად..
პირიქით ,
ბევრი ადამიანის სატანჯველს დავათრევ უდარდელივით ,
ზოგჯერ ისეთებისაც,
თავად თვეში ერთხელ რომ არ ვახსენდები.
მძიმეა ჩემი ტვირთი,
მაგრამ Ჩემით ვერავის ვიხსნი ზურგიდან…
რა თქმა უნდა,
ამას არავინ მავალდებულებს.
ზოგჯერ ვხვდები, ხომ
გულუბრყვილობასა და სიბრიყვეს Შორის ვეᲭედები მათზე ფიქრისას
და Ჩემდა უნებურად,
Საკუთარ თავზე მეცინება.
წესად მაქვს
სხვისი თვალით Საკუთარი თავის ყურება
და ამ დროს Ძალიან სულელ მზიას ვხედავ…
მაგრამ Მაშინვე ვუბრუნდები Საკუთარ თვალებს,
Საკუთარ გულს,
Საკუთარ განცდებს
და Შიგნიდან დანახული მზიას არსებობით ვხარობ.
იმ მზიას,
რომელმაც თავისთვის თუ არა,
Სხვისთვის გადადებული თავის ფასი იცის კარგად და
არაფრის მომცემ თავგანწირვას ზოგიერთისთვის,
არაფრად აგდებს…
განა, ყველაფერი ტაᲨისითვის კეთდება ?
განა, ყველაფრისგან ველით საწყაულს ?
…იქნებდა არიან ისეთებიც,
ვისი სულიც გაუმტარ სინზე ასვენია,
მაგრამ მე ,
მათგან განსხვავებით,
სული საცერზე დავდე,
წყალი Შევუყენე,
ქარში გამოვფინე
და ზედ ტყვიები დავახალე
რომ დასვრეტილიყო,
რომ უსათუოდ დაცლილიყო ფუჭი სისხლისგან,
გალაყული ტვინისგან
და უგრᲫნობი გრᲫნობებისგან…
გამოვითავისუფლე გული,
რომ გონება სხვისკენაც მომემართა
და როგორც ზუსტ საათს,
მუდამ სწორი დრო ეᲩვენებინა თანადგომისთვის.
…და ყოველივე აქედან გამომდინარე,
მივხვდი,
რომ საკუთარ თავს ადვილად ვიმეტებ ,
მაგრამ ,
ღვთიურად თუ ადამიანურად,
მაინც ვებრალები განგებას
და ხდება ისე,
რომ ვიღაც-ვიღაცები
შეგნებით თუ შეუგნებლად,
სხვისი შეძახილითა თუ თავისი გულისთქმით,
ნებსით თუ უნებლიეთ,
მზენაჭამ თოვლივით ცურდებიან ჩემი მხრებიდან ,
ცურდებიან და Ცოტათი მაინც მიმსუბუქებენ ტვირთს,
ტვირთს, რომლის ტარება არავის დაუვალებია Ჩემთვის…
არადა ამ დროს,
მე,
ცოტათი სულელსა და უფრო მეტად უგუნურს,
დანაშაულის განცდა მეუფლება მათთან დაცილებისას…
ეხ, ნეტა, შიგნიდანაც ისეთი ხისტი ვიყო უფალო,
როგორიც გარეგნულად ვᲩანვარ …
***
ეს სამი ლექსი ✍️❤️✍️
გამჩენო !
გამჩენო !
ასურსხლული მაქ კაკიები -სულის ქანდარა,
ნეკნებზე ფრთხილად გამობმული ბეწვზე ქანქარებს
და მე ბორჩხალაჲ , ბუხრის შავი ოჯინჯალივით
მიწის უბეში ფესვგადგმული , ქვეჲდან ნაბანცი,
დასაბამიდან თითქოს მხნედ
ვარ….ეხ !!! არანდარა
საუღლავს მაბამს ყირყიტონზე ზეცის ყამიწი,
ლავიწში მამტრევს საქარული, მჭრიტავს საჭრეტლით,
და მაინც, ჩემი ლახაპური, ვით ცა ახდილი ,
თვალნაჭირავის თვალიკაკლის სიმსხო ცრემლებით
მატირებს დარდით , აქობამდე რომ ვერ შევერთდით …
აქობამდე რომ ვერ ამევღე გულზე ხიწვები
გათვალყვალული , დაფსებული
შევჩი დუნიას,
უჯმაჯორივით ვეფეთები უფხარო კაცებს
ან აგზე ფხრიანს ვინ გამუუშვებს, რად მიხარია ?
ჩემკენ მონავალ გზებსაც მუხლი გადაღუნვიან…
უხრავს ღვანთქები მებურცება შენზე ფიქრისას,
დაღვაჯულ ტოტებს ისე ვმალავ , ღვართქაფში ვითამ
მაშხამფალებს და შხლეფებს მამტრევს, მე კი შენ ცდაში
ჩახამებული , ჩაჩხერგვილი ჯინაზე გიცდი
და ხელუკუღმართ იღბლის რქენას უჩუმრაჲ ვითმენ…
გამჩენო, მიწის ჯინჯილები უსულით ამხსენ,
მე შენ ხომ ქვეჲდან ამომკიდე ოჯინჯალივით?
ამფერ სულუხში უსულით და კამაწით კდომას
მეხი დემეცეს , მირჩევნია ან სულაც ფხარში
ამომიდექ და ამ სულხუთვას ერთად გევივლით …
ასურსხლული -ბევრი რამ ერთად ასხმული ;
ბორჩხალაი-მრავალტოტიანი ხე
ოჯინჯალი- ბუხარში ან საცეცხლურზე ჩამოსაკიდებელი ჯაჭვი;
ნაბანცი – ნაბანცალევი;
უხავისო- უხალისო ;
საუღლავი- თოკი;
ლახაპური-თავის ზედა ნაწილი, კვინიხი;
თვალნაჭირავი-სატრფო;
უჯმაჯორი- საშიში, ჯმუხი ;
უფხარო კაცი-უჭირისუფლო კაცი ;
უხრავი- მაგარმერქნიანი მცენარე;
ღვართქაფი-ღვარცოფი, კოკისპირული წვიმა;
მაშხამფალებს-მაფართხალებს;
შხლეფი-ხის ნედლი, ელასტიური ტოტი;
სულუხში- გაჭირვებაში;
უსულით- ფრთხილად;
კამაწით- ნელ-ნელა , მცირე ოდენობით,
აჭარული სატრფიალო
გულზე მომებობღე,
ლოყებს შიმიფაკლდი,
ყურში გიმიარე ზუზუნით,
ყია-ყირყიტონში
ფხებად გემეჩხირე
მაინც გადაგყლაპე უსულით.
ხელით სარონინოვ,
კრძალვით ეგედევნე
შენი სიციაგის სალუქმა,
უბრად მომიხედე,
უკუსაყივარმა
მზერამ შენსკენ გზები დალუქა…
გულში ჩემეღვარა
სისხლი გაწყალული
ჩვენი არ შედგომის საჩიხრად,
ჩვენი უტიფარო
ჭერის შემკონელო,
მე შენს ხითხურობას რა ვუთხარ…
ბიწხელშეუხებო,
სელშავთვალიანო,
დღემდე ურიოშო შროშანო,
ჩემო ხეთუფალო ,
გულით დიმიყურე,
უუფალივით არ მომშალო
მოშლილ საკრავივით,
გულის ფრთოგუნებას,
თვალი ქარქარაკად გადმოყრის,
კანკელს მოედება
ბინდი ფათალოსებრ
ჩემი საფარღიას ვარაყი…
წყალში ქარაგოზიც
თუ არ დიმიტიე,
ჩხერში გიმიჩხირე ფაცერი…
მატყლის ფთილასავით
სულს თუ იმიჩეჩავ,
ეივახ, ჩემი ბედის დამწერო!
ჭკვიდან არეკილმა
ჩემად გიგულე და
გულში გირუნიე თარეში,
კილდეს მიმაჯაჭვე,
საცხვრე თართივით და
ვინმეც არ გამოჩნდა, ავეშვი…
უკუსაწბილებელს
მაინც ვერ შეგკადრებ,
ჩემო ნაჭირავო თვალისა,
ფითხით აგაფხიკავ
გულზე მიფუფქულო,
თავსხმას განაკვერცხლებ დარისად !
●უსულით-ფრთხილად;
●სალუქი-შემკობის მოყვარე;
●უკუსაყივარი-ცუდი;
●საჩიხარი-გაუწყობლობა რამ ;
●ტიფარი -შეწყობილი ფიცარი, უტიფარო-შეუწყობელი ფიცარი;
●სელშავი-მოცვი;
●უშიოშო-შრუმღვრეველი, წმინდა;
●ხეთუფალი-დედოფალი;
●უუფალო-უპატრონო;
●ფრთოგუნება-მოშლილ საკრავთა ხმა;
●ქარქარაკი- რიკრიკა-წყლის მოტანილი წვრილი შეშა; (გად.მნიშ.ცრემლდენა)
● კანკელი-სარკმელი;
●ფათალო- სურო;
● ფარღია-გვერდღია სახლი;
●ვარაყი-ქანდა; (აქ გისოსის რიკული)
●ქარაგოზი- ხის ხავსი; ( აქ წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა)
●ფაცერი-თევზის მახე, საპალური;
●თართი-მეცვხვარე ძაღლი;
●თვალნაჭირავი- შეყვარებული, გულდებული;
●ფითხი-ნაკვერცხლის ასაღები რკინის ნიჩაბი;
●ფუფქი-ცხელი ნაცარი ;
●განაკვერცხლებ დარისად- ამინდის შესაცვლელი რიტუალი.
შენ და კარჩხლის ფოლიო
(,,ამოდენას” წყაროს წყალი. ჩიქუნეთის მთა. კარჩხალი. თურქეთი.)
ამოვდენე ,,ამოდენას”
წყალზე სოფლის ძროხები,
მათთან ერთად თვალით ვძოვე კარჩხლის ფთილა ფოლიო,
ნუ ეცდები,
ღმერთო ,
ჩემს სულს
დააყარო ბუსუსი
და მორიგჯერ მაჭახელთან
ჯახში იმიყოლიო…
სანამ ამ გზას დიმიკეტვენ
კილტეს თვალში ჩამთხრიან,
ჩიქუნეთის ნაჩუქურთმალ ჯვართან
დევდებ ბინას,
თუ მოხვალ და მომხვევ ხელებ,
ხვართქალ გულზე მიმიკრავ,
უჩუმარაჲ,
ჩიქორთულაჲ
დერდებს ამევგმინავ.
მოგიყვები ქომოების
ქორდაცემულ წრიახზე…
წანწალაკზე გამოკიდულ ქისის ხელა ღმერთზე,
ის რომ კარქა დემემალა,
თიკნის ბეწვი ვწეწე და
რომ არ ეცნენ ,
ანაგულიც ზედან დავაძენძე…
ახლა აგზე,
ძროხებთან და თხებთან ერთად ვბღავი,
გული მკერდში მეწურება,
ხევში- წყალი წმინდა,
შენ აქ დარჩი,
მე იქ წევალ,
მზემ შემეჲხსნა რიდე-
ცას თვალები თოროხაპნის მოსლამ ამოწმინდა…
წრევლაჲ დელგმას თუ გუდუურჩი,
წელწყვეტა თუ მოვლიე,
მონავალში როჲცხა მოვალ
ღმერთზე მომაყოლეთ,
გეტყვით, რაფერ შევტიე და
ქისით რაფერ ვწიკე,
ტაძრებს რაფერ შემოვავლე
სიმწრით ყორე ცხრა წყთა …
მონავალში როჲცხა მოვალ,
თუ ეს როჲცხა დადგა,
მინდა კარჩხლის მაჭახლისკენ
გზებზე იმიტოლიო,
თუ არ დადგა,
მაშინ ჩემზე წუწუნს ნუღარ მოყვები,
ჩემ მაგიერ იქორწინეთ
შენ და კარჩხლის ფოლიომ.
მზია სალვარიძე





























