საახალწლო
***
ჩვენს აღლუმზე არ დავასწრეთ
თორმეტი წლის ელისო,
რადგან გვითხრეს, შვილი არის,
იგი მავნებელისო.
მავნებლებმა ვერ გაბედეს
მტრული თავის აშვება,
ო, რა ლაღად ვიახალწლეთ
პროლეტარის ბავშვებმა.
გუნდი შრომის ჰანგებს ქუხდა,
ლექსს ამბობდა იური,
და სუყველამ, ვისაც სურდა,
ჭამა კონფიტიური.
თეა გლაშას ეხვეოდა,
ძირს გორავდა გენადი,
და ნაძვისხის კენწეროდან
გვიღიმოდა ბელადი.

***
ამ ლექსს რამდენიმე წელია ვიშვიშით დაატარებენ აქეთ-იქით: ნახეთ, სსრკ-ში რა ხდებოდაო, როგორ საბავშვო ლექსებს წერდნენო.
საბჭოთა კავშირს თავისი უბედურება ეყოფა. ეს ლექსი კი აშკარად ახალი დაწერილია.
ვფიქრობ, ვიღაცამ იხუმრა. მერე გავრცელდა და გავრცელდა. როგორც ხდება ხოლმე.
იქნებ გამოჩნდეს ავტორი. ნამდვილად ნიჭიერია.





























