წ უ ნ დ ე ბ უ ლ ი
დღეს უშენობას გადავისხამ
და როგორც სხვენში ობლაბუდებს,
ისე დავუვლი ნეირონებს ტვირში
და მეხსიერების ბუდეებიდან ამოძირკვულს,
ჩემი შეცდომების ნუსხაში ამოგტვიფრავ…
ვიცი, რომ ,ფრაერი” ვარ
(და არავითარ შემთხვევაში ფარისეველი ),
ამიტომაც ახალ ,,ლეველზე”
ისევე ადვილად გადარათული,
როგორც ეს სიტყვები ერითმებიან ქართულად სათქმელს,
გავაგრძელებ ძელების დასმას
და ოდესღაც ისე შემოვღობავ,
რომ შენნაირები ვეღარასდროს გადმობობღდნენ ჩემთან…
მაგრამ მანამ,
სანამ უშენობას გადავისხამ,
სანამ ნაახალწლევ ნაძვივით
მკერდიდან ჩამოვიხსნი სათამაშოებს
და შენც ჩიჩილაკივით დაგწვავ,
მინდა ჩემი კალმის ის რიგითი წვეთი შეგახოცო შუბლზე,
შენზე დაწყებული ამბის დასამთავრებლად რომ უნდა გამეხარჯა
და მერე მაღლიდან წუნდებულივით დაგაგორებ როგორც უვარგის ბულულს…
ვიმედოვნებ იცი,
რომ მოცელვით ყველა ბალახი იცელება,
მაგრამ სამკურნალოდ,
თუნდაც პირუტყვთა გამოსაკვებად ,
ყველას არ ინახავენ …
#ახალი_ლექსი





























