ქალბატონო გენრიეტა, გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს და ყოველივე საუკეთესოს.
თქვენ ბრძანდებით ქართველი ქალისათვის დამახასიათებელი ყველა დადებითი თვისების მატარელი პიროვნება: ქალი დედა, ქალი ჟურნალისტი, ქალი რედაქტორი, ქალი შემოქმედი, საზოგადო მოღვაწე და, რაც მთავარია ქალი მართალი სიტყვის, მესიტყვე.
თქვენი სიტყვით, საქმით და შემოქმედებით თქვენ დაიდგით გვირგვინი.
ბარაქალა თქვენს ქალობას და თქვენს შემოქმედებას.
ღრმა პატივისცემით, ავთანდილ დიასამიძე, საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის
ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი, პროფესორი.
14 ივლისი, 2024 წელი.
****
ობიანი ყველი“ დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებულია, უფ- რო სწორად, როგორც თავად წერს, ეს წიგნი – თხუთმეტი ლექ- სისგან შემდგარი, კიდევ ერთს მთხოვდაო და… ამდენად, თქვენ წინაშეა ლექსების ციკლი „თხუთმეტნახევარი“. კრებულში თავმოყრილი ლექსები თანამედროვე მოვლენე- ბის ერთგვარი გამოხმაურება, შეფასება და მომავლის ფართო პრიზმაში დანახვის მცდელობაა. „მომავალს წარსულში არ და- ვემალები“ – ასეთია პოეტის განაცხადი და რადგან შელამა- ზებული სიმართლე სიმართლე აღარ არის, პოეტი ცდილობს, დრამატიზმთან შერწყმული სარკაზმ-იუმორით ის უფრო სარწმუ- ნო, საინტერესო და დასაფიქრებლად ღირებული გახადოს… ეს კი საძნელო და საფრთხილო საქმეა, „თავის მოძიებაც“ არ არის ხუმრობა, არც „ახალ იარაზე“ წერა და უბრალო სიტყვე- ბის ლექსებად გადაქცევაა ადვილი. და მაინც, შეიძლება ითქ- ვას, რომ ამ „თხუთმეტნახევარი“ ლექსით პოეტის „განზრახვა“ „ჰაერში არ დარჩენილა“ და ეგებ ის მკითხველისთვის ერთ- გვარი „სულის მოთქმა“ აღმოჩნდეს.