გენრიეტა ქუთათელაძე
მ ღ ე რ ი ს ნ ი ჟ ა რ ა
ზღვის ნაპირას დავეძებ კენჭებს,
როგორც ყრმობისას
და ისევ ვნატრობ:
ვიპოვო ნიჟარა
უცხოფერი,დიდი ნიჟარა.
დღეს გამიმართლა,
აი, ნიჟარაც,მოთეთრო,თლილი ,
ბუნების ნამდვილი შედევრი,
ვინც ყურს დაუგდებს,ხმებს გაიგონებს,
ჰანგებს გამოსცემს ათასნაირს,
მღერის ნიჟარა,
მთელი სამყარო ჩატეულა ამ ნიჟარაში:
აო, ზღვა ღელავს,
ქარი დაჰქრის,
ჩიტი ჭიკჭიკებს;
კიდევ?უცხო ხმა ისმის,
იდუმალი, ენით უთქმელი…
დრო და სივრცე უცებ გაქრა,
დროის მიღმა აღმოვჩდი და
მე გამახსენდა ჩემი წარსული,
როგორ დავეშვი ვარსკვლავეთიდან
ციური ფრთებით
აქ, ამ მიწაზე
და სავსე მთვარის შუქზე
აღვავლინე საგალობელი,
რომ მიწა არის სიცოცხლის ბაღი,
სიყვარულით და რწმენით ნაშენი.
მერე?
მერე,ო, საოცრება-პეპლად ვიქეცი
და ნიავქარს ავუყევი ნელი ფარფატით…
უწოდეთ ამას ცნობიერების ევოლუცია,
გნებავთ, მე-ს ტრანსფორმაცია,
ანდა სულაც:
სულის აღზევება
და დაბრუნება საკუთარ თავში.
ახლა ბუნებას, მთელ ბუნებას
ვესალბუნები;
პეპელა რომ ვარ, ერთ დღეს ვიცოცხლებ?
მერე რა, ჩემთვის ეს წამიც უდრის
მთელ საუკუნეს.
7/10-24.
ნახატი ლადო სეიდიშვილისა.
/ჩემი პორტრეტი, დახატულია 1965წ/





























