Veysel Çolak- ვეისელ ჩოლაქი
ლექსის წერა პოეტის საკუთარ თავთან დაპირისპირებაა
თქვენ უნდა შეგეძლოთ ახსნათ, იდეოლოგიური და ესთეტიკური ფორმით, თუ რატომ მოგწონთ ესა თუ ის ლექსი, მოთხრობა, რომანი ან ესე.
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ; თქვენ უნდა მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითები და მტკიცებულებები, რომ დაადასტუროთ თქვენი აზრი.
თუ რაიმეს აკეთებ ხელოვნების სახელით, მაგალითად წერთ ლექსს, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ პასუხისმგებელი ხართ პოეზიის ხელოვნებაზეც.
პოეზია არ შეიძლება გამოვიყენოთ პოპულისტური, ოპორტუნისტული, კარიერისტული და რომელიმე მოძრაობების გადახრების იარაღად.
კაპიტალისტურ, პოსტმოდერნულ ეპოქაში პოეზია არ არის კომერციული პროდუქტი, მაგრამ ის ღირებულია ადამიანების ხელახლა ჩამოსაყალიბებლად.
არა მხოლოდ ენობრივი და ესთეტიკური ასპექტები, არამედ იდეოლოგიური მანიპულირების ფუნქციაც აქვს ხელოვნებასა და ენას, რაც საშუალებას იძლევა შეიცვალოს ადამიანის შეხედულებები და ჩამოყალიბდეს ახალი ცნობიერება.
სწორედ ეს არის ლექსის წერის მიზანი. ამის გამო ჩემს მიერ ზემოთჩამოთვლილი ფასეულობები უნდა ვეძებოთ პოეტში, და მერე მის მიერ დაწერილ ლექსებში.
ლექსის ღირებულება მხოლოდ გასართობებით არ შემოიფარგლება. ის უნდა იყოს შემოქმედებითი პროცესი, რომელიც პოეტს ახალ აზრებამდე მიჰყავს და მკითხველს აიძულებს, საკუთარი თავი და სამყარო ახალი კუთხით შეაფასოს.
მე ვსაუბრობ პოეტებზე, რომელთა პოეზია ხშირად ხდება იდეოლოგიური ბრძოლის არენა, სადაც პოეტები თავიანთ ლექსებში გამოხატავენ პოლიტიკურ და სოციალურ იდეალებს, როგორიცაა ლიბერტარიანიზმი, თანასწორობა, შრომის უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები.
თუ ლექსი არ აიძულებს პოეტს, უფრო ღრმად დაფიქრდეს საკუთარ თავზე და სამყაროზე, მას ძნელად შეეძლება სხვა ადამიანებისთვის ახალი იდეების და აზრების წყარო გახდეს.
ესეც არის რომ: პოეზია არის ენის ხელოვნება. პოეტი, რომელიც არ ან ვერ აცნობიერებს ენის სიღრმესა და სილამაზეს, ვერ შექმნის ღირებულ ნაწარმოებს.
მაგრამ სამწუხაროდ დღეს დღეობით ასე აღარ ფიქრობენ.
ლექსის შექმნა პოეტისთვის არის თვითანალიზისა და თვითგამოხატვის ღრმა პროცესი. ნამდვილი პოეზია იბადება ავტორის შინაგანი სამყაროსთან დაპირისპირების შედეგად. ვისაც შეუძლიათ ამის გაკეთება, ისინი კარგი პოეტები არიან ხოლო დანარჩენები…
ჩვენ უნდა შეგვეძლოს თითოეული ახალი ლექსით პოეტური სიტყვის ღირსება გავამართლოთ.
***
თარგმანი ნინა შაჰინი
Şiir yazmak, şairin kendisiyle yüzleşmesidir
Bir şiiri, hikâyeyi, romanı, denemeyi neden beğendiğinizi ideolojik ve estetik ölçülerle açıklayabilmelisiniz. Daha genel söylersem; bilimsel, bilgiye dayalı, sınanmış dayanaklarınızın olması gerekir. Eğer sanat, örneğin şiir adına bir şey yapıyorsanız şiir sanatına karşı sorumlu olduğunuzu unutmamalısınız. Yani şiir popülist, oportünist, kariyerist, üvrilerist sapmaların bir aracı olarak kullanılamaz. Kapitalist, post-modern bu çağda şiirin değişim (parasal) değeri yoktur, ama insanları yeniden yaratmak için bir kullanım değeri vardır. Dil, biçim, biçem, yapı, imge değerlerinin yanında ideolajik değerlerdir bu kullanım değerleri. İnsanın değişmesi, yenibütün insanı yaratması bu değerlerin özümletilmesine bağlıdır. Şiir yazmanın amacı da budur zaten. Böyle olduğu için sözünü ettiğim değerlerin bir şairde, yazılan şiirlerde aranması gerekir.
Şiirin sadece oyun tarafıyla yetinemezsiniz. Yazılan şiir önce yazanı değiştirmeli ki okuyanı da değiştirebilsin. Bir şiir yazdım, daha bir özgürlükçü, eşitlikçi, emekten yana, antidemokratik yasalara karşı çıkan ve bunun kavgasına girişen biri oldum, diyebilen şairlerden söz ediyorum. Eğer yazdığınız şiir sizi bu noktaya taşımamışsa, o şiir kimse için uyarıcı, değiştirici olamaz, olamamaktadır.
Şu da var: Şiir yazanın dili (Türkçeyi), şiir dilini bilip bilmediğini de fark etmesi gerekir, fark etmelidir ki öğrenme gereği duysun, öğrensin. Ne yazık ki bu da olmuyor.
Şiir yazmak, öncelikle şairin kendisiyle yüzleşmesidir. Şair, söylemek istediklerini önce kendine söyleyebilen, kendini değiştirebilen kişidir. Bunu yapabilenler iyi şairlerdir. Diğerleri sadece çöp üretir.
Yazdığı her şiirle (!) şair olmadığını itiraf eden biri konumuna düşmemek gerek.
03 Haziran 2023, Cumartesi, saat 04.26
Veysel Çolak





























