სონა ქართველი
სამყაროს ჰყავს პოეტი ელია მორანელი( ილია მამულაძე). უცნაურია, მაგრამ საქართველოს მწერალთა კავშირს იგი რატომღაც დღემდე არ ჰყავს.
ეს სიმღერა ელია მორანელის ლექსზეა დაწერილი. დაბლა დავურთავ ელია მორანელის ერთ-ერთ ლექსს, მისი პოეზიის რამდენიმე ათასეულიდან.
ელია მორალელი მუზიკალური ხომალთი ავრორი
მუსიკალური ხომალდი ავრორა
სანამ სულის წმინდა კვართი პწკარ-პწკარ ამოვლამბე,
მე ვარ ჩემი ბედისწერის მერამლ-მესტროლაბე
და ლამბდალამბ დაჭიმული ამოვქარგე ჩემი
სახელ-გვარი ოქრომკედის ასოებით მჩენი!
და ლანდდალანდ სანამ ისევ შორი ხილვა მხომლავს
მივიმღერი და მხერვალი მართავს შტორმში ხომალდს,
დავსწვდი უმალ სხვა მწვერვალის ქიმს და ახალ ფორმას
ვაძლევ ლექსს და ამ ეპოქის გრდემლზე, როგორც ფოლადს
ვჭედავ და ცხენქარიშხლებით სანამ ამ გზებს ვფოლავ,
ვქმნი სინათლის სიჩქარიდან ულტრაბგერულ ქორალს
და უპირველეს ყოვლისა, მსწრაფლად თქვენკენ ვჰქროლავ!..
სანამ ვლიან დღეს თვითრჯულთა ჯარნი მეხოტბეთა,
ამ ზღვის გულზე ლურჯად ჰყვავის გვამნი მეხოპეთა,
ღამეს ვფერავ საფირისფრად,- დარად მღვრიე მელნის
და ქარები ფსალმუნებენ, როგორც მეღვიმელნი…
მე რისიც მწამს ოდითგანვე, საუკუნოდ მელმის
და ასე ვჭვრეტ პწკარ-პწკარ-ჩენილ, მე მის ბედშავ მერმისს!..
სანამ წვიმა ჭანჭახ-ჭანჭახ, ჭერეხ-ჭერეხ ბორგავს,
სანამ თოვლი ჭანჭრობ-ჭანჭრობ, ჭოროხ-ჭოროხ გოგავს,
გადაირბენს ფეხშიშველა ბავშვი ჟამთაბოგას
და შემოსავს საღვთო მანგით სავსე მთვარის ორგანს!
სანამ გვრინვა-დაშხამული, ცეცხლთა სროლა-სროლით
მოვჰქრი გრგვინვით, ქარიშხლების ცხენთა სრბოლა-სრბოლით
გიწვდით სიტყვაკბოდე ფიქრთა, ფიქრთა, – ფიქალმრეთა
პოეზიის ნეტარ სასმისს, – მთვარეს, ვით ქალღმერთთა
ფაფუკტერფთა ჩანაბიჯებ ჩანჩქერთ, – მირონცრემლთა,
ეს მე ვმღერი მეფურძალით, – ჰანგით მიღმიერთა!
ეჰ, წამითაც რად არ წყდება წყევლა ჩემთა დღეთა?!
და ვით გილიოტინაზე, შენს კალთაში ვდებ თავს!
ნეტავ, როცა წავალ შენგან, ყურს დაუგდებ ვის ხმას?!
მე ვინც მრისხავს მისხალ-მისხალ, შენ ხომ სწორედ ის ხარ!
ტევრდატევრ და ისხარ-ისხარ, ლექსად გამომსისხლავს
მარტოობის სატევარი, ყოველ დილა სისხამს!
ასე დაგხრავს უჩემობა, სანამ დასცემ ბუნს გონს!
რატომ გინდა ტანჯვის ცეცხლმა სული დამიბუგოს?!
როცა მუჭის სიმსხო ცრემლებს მაყრი გულზე ურგოს,
როგორც მიწას მესაფლავე მკვდარი შვილის კუბოს.
როცა ჩემს ხსნას წყევლა-კრულვის შარავანდი უმკობს
შორით ათანაჟღერებულ სიჩაუქეს უქრობს.
ვწერ. ცისკროვან ვარსკვლავებით ღამე იფიჭება…
მაგრამ სული სამარეში ზრება-იფიჩხება.
მინდა, გული საკუთარი ხელით დავილახვრო!
შენ განმკურნე ამ სნებისგან დროო, – მაიმახო!
შეისმინე ეს ვედრება, ღმერთო, ძალიან გთხოვ!
მინდა, როგორც მკვდარი ჩიტი, ხისქვეშ დავიმარხო!
ჩემი სული შეესიმა ჩემთა ჰანგთა მსმენელთ,
მინორ-მინორ, მაჟორ-მაჟორ, ავდროჟამთამსრემელთ,
უცხენმალეს ცხენქარიშხლებს თქვენკენ მოვაჭენებ
და მერმისის სასახლეთა ვამსხვრევ კარიბჭეებს!..
ჰო, მე ოდით, ზესთამჩენთა ზესთასრანი მოვსრე!
და ამიტომ ამ ეპოქის კვართი განვიმოსე!
სხვა ამ გულის ტაძრის იქით, ნეტავ, სად ილოცებს?!
და ჩემ ირგვლივ ვხედავ მხოლოდ ცბიერ სატვიროსებს!
მე მათ მარად ვდევნი ჩემგან თვალებალმოსიერთ,
ჩემთა დახსნილ ვენათაგან ხარბად სისხლმოსმიერთ,
ფურცელ-ფურცელ, მესმის ჟღერა მე მერმისის ხმების!
და პწკარებად კალმის მოსმა ჰგავს შერხევას ხემის…
სანამ მფრთხალი შვლის გულივით მფეთქავ ფიფქთამომფენს, –
ნაკუწ-ნაკუწ მწვალებელნი ჩემს სულს განიყოფენ!
ვხვდები, მცდიან, სიბნელეში მდგომს და უბრადმყოფელს,
მაგრამ მდგომნი სინათლეში ჰპოვენ მეფის სწორფერს?!
მალე ცრუნი დაადგამენ გვირგვინს მეფისტოფელს!
მე კი ვუმზერ რაც ჯერ არვის არ უხილავს თვალით,
იმ სივრცეებს სარკის მიღმურს და ვარსკვლავთა თვალვით
მოხილებულ სამაროვნებს ვნესტრავ ბატის ფრთითა
და დაჩრჩილულ საჩრდილობელს ვსუდრავ ბატისტითა.
ამ გზას ტყედატყე მიჰკვალავს ქართა ტყება-ტყველვით
და ეკმევა კირქვის მკერდზე ნისლის საკმეველი.
ღრანტე-ღრანტე, დარან-დარან, თავსა თვისა წყევლის
ის ვინც მღერის ამ სიმღერას, მოღერებით ყელის
და მოისმის კვდომის ჰანგი, – სევდამისარქმელი…
მზე, ვით ალურ ქერუბიმთა ფრთათაელვარება,-
გზაუნათებლივ ფიქრებთა ზესთამლევანება,
როს ზეცაში აკაშკაშებს უნებლიე კრთოლვით,
მაშინ მკვდრეთით ვაღდგენ ღამეს, სალი ცრემლით ქოლვილს.
სანამ მკითხავთ და მოროშავთ ცალყბად და რიოშად,
რატომ ვწუხვარ და სიცოცხლე რატომ მიღირს გროშად,
პეპლებივით ფარფატებენ შროშან, შროშან, შროშან
ეს დღეები და მე თქვენგან შორს ვარ, შორს ვარ, შორს ვარ!..
ცხენქარიშხლებგამოვლილო, იქეც ალბათ ტორსად,
ეწირები, ამადეუს, ამ შტორმს ალბატროსად,
მე ვმღერივარ და თქვენ ჩემს ხმას თვლით ამავე დროსა,
ვით არარას, რადგან თვით ვარ – ვია დოლოროსა!
ელია მორანელი 2010 წ.
P.S. ავტორი ამ დროისათვის მხოლოდ 17 წლისაა. ავტორის ასაკს ყოველთვის ენიჭებოდა და ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა სახელოვნებო ნებისმიერ სფეროში, მითუმეტეს პოეზიაში.






























