ჩვენი პატრიარქის დაბადების დღეა, ჩვენი სულიერი მამისა
ჩვენი პატრიარქის დაბადების დღეა, ჩვენი სულიერი მამისა.
ჩვენი ოჯახისათვის ის უტკბილესი ნათლიაცაა და ეროვნული მოღვაწეც – მისი პირადი ღვაწლით, რაც დაზუსტებით ვიცი, არაერთგზის მოტრიალებულა საქვეყნო საქმე გამარჯვების გზისაკენ, არაერთგზის შეუჩერებია საქართველოს დაქუცმაცების მცდელობები, არაერთგზის დაუბრუნებია იმედი სასოწარკვეთის პირას მყოფი ქართველებისათვის.
მადლობა ღმერთს, რომ მას ჰყავს ღირსეული მოწაფეებიც, რომელთაგანაც რამდენიმე ეპისკოპოსი უძვირფასესია ჩემთვის, რადგანაც მიჰყვებიან უწმიდესის მიერ გაკვალულ მძიმე, მაგრამ მართალ და ეროვნულ გზას. პატრიარქთან ერთად მინდა, რომ ჯანმრთელობა და სულის მხნეობა ვუსურვო მათ, აგრეთვე, რიგით მღვდლებს, ბერებსა და მონაზვნებს და მის ერთგულ მეგობარსა და თანამებრძოლს, რომელიც ჩემი მეგობარიც არის – შორენა თეთრუაშვილს – პატრიოტს, ძლიერს, უანგაროს! გილოცავ, ჩემო ტკბილო პატრიარქო, ნეტა, მოვესწროთ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციასა და სოციალურ სამართლიანობას. ძალიან მიყვარხარ, ძალიან, ოჯახის წევრივით. მრავალჟამიერ!


































