გაზაფხულიც მოვიყვანე ამ შუა ზამთარში
ცამ შემოიკრა მარმაში ლურჯი
მზის სხივი ოქროს ფერებით მიმზერს,
დილა გათენდა ფანტასტიკური,
მერცხლის ჭიკჭიკიც ჩამესმა ისევ.
ხეზე აფეთქდა ყვავილი თეთრი
და ფიფქებივით გადაიფანტა,
მიწის სურნელიც, ბალახის სუნიც
ისიც ჰაერში მიმოიფანტა
იქვე, მზის გულზე ნაზამთრალ მზითევს
ნიავმა ნაზად წამოუქროლა.
ნარცისებს ყელი მოუღერიათ, –
მზის სხივი ათბობს ცისკიდეთიდან.
გაზაფხულდაო, ჟუჟუნა წვიმამ
ჩამოურბინა თოვლის ნარჩენებს.
მზის სხივის სითბო გულსაც კი ჩასწვდა
მისი ნათელი ყველა სენს არჩენს…
ცამ შემოიკრა მარმაში ლურჯი,
მზის სხივი ოქროს ფერებით მიმზერს,
დილა გათენდა ფანტასტიკური,
მერცხლის ჭიკჭიკიც ჩამესმა ისევ.
2023.01.25.
ეკა ნადირაშვილი























