ეს ორჰანგაზია ბურსას რაიონი.
ეს ორჰანგაზია ბურსას რაიონი. კავკასიის კულტურის და სოლიდარობის (დახმარების) ასოციაციის ოფისი.ჩვენებურების თავშეყრის ადგილი.
დღევანდელი თავშეყრის მიზეზი კი დედა ენის დღეა. ამ თარიღის არსი და მნიშვნელობა შესანიშნავად იცის ამავე ასოციაციის თავმჯდომარემ ბატონმა ადემ თურანმა Adem Turan ,რომლის უშუალო ინიციატივით მოხდა დედა ენის დღის ღონისძიების ორგანიზება.
ამ დღეს ბევრმა პირველად მოისმინა ის ისტორია რომელიც დედა ენის დღის დაარსებას წინ უძღოდა. მათ ისტორიულ სამშობლოს ,რომ ყოველთვის ბრძოლა უწევდა თითქმის ყველა ფასეულობების შესანარჩუნებლად ეს მათზე კარგად არავინ იცის. აქამდე მოიტანეს ქართველობა და ასე აგრძელებენ.
სწავლობენ ქართულად წერას,კითხვას,საუბარს,ოცნებობენ ისტორიულ სამშობლოში მოგზაურობაზე.
სპეციალურად ამ დღისთვის ერთად მოვემზადეთ. დედა ენაზე თითო კუპლეტი ლექსი ვისწავლეთ,რომელიც შემდეგ საზეიმოდ წაიკითხეს ძვირფასმა ქართული ენის შემსწავლელი კურსის კურსელებმა.
14 აპრილს დედა ენის დღეს, თურქეთში, ბურსას ორჰანგაზში იყო ქართული ლექსი,სიმღერა,ცეკვა, შეჯიბრიც კი ბევრი ღიმილით და სიხარულით.
მუდამ ასე ყოფილიყოს …





























