ხაშური, ღარიბაღელე, სამკურნალო წყალი ხაშურში. სწორედ აქედან წარმოსდგება ხაშურის სახელწოდება.
სულხან-საბა ორბელიანს ,,სიტყვის კონაში” განმარტებულიაქვს სიტყვა ხაშური.
„ხაშური – მლაშე წყლის მარილი. გინა რაც წყალსა და ტბისაგან მარილის მსგავსი რამ გამოვა: შაბი, ბავრუკი, გვარჯილა და მისთანანი.“
ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ე. წ. ღარიბა-ღელე, სადაც ამოდის მლაშე, მარილიანი წყალი, რომელსაც მოსახლეობა სამკურნალოდ იყენებს, სავარაუდოდ სახელწოდება ხაშური ამ მლაშე წყლისაგან მოდის და თავდაპირველად არა დასახლებული პუნქტის, არამედ უბრალოდ ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი იყო.
თინათინ მახათაძის ფოტო




























