„მე ვარ პატარა ქართველი… მე საქართველო ჯერ არ მინახავს, რომ მისი სიტურფე ჩემი თვალით შევისწავლო, რომ დედაენის სილამაზე ჩემი ყურით გავიგონო და გულამდინ ჩამიტკბეს. სამშობლოს სილამაზის სიყვარულს თქვენ მასწავლით… დამაცადეთ, ცოტა კიდევ გავიზარდო, დედ-მამასთან ერთად ჩვენი მშვენიერი საქართველო მოვიარო, ჩემი თვალით ვნახო, ჩემი გულითაც გავიგო, რასაც დღეს წიგნში მაკითხამ და მაშინ ნახავთ ჩემს ქართველობას, ჩემს ქართულ ლაპარაკსა და წერა–კითხვას, ჩემს მამულიშვილობას… თქვენი ეხლა დათესილი მაშინ გამოიღებს თავის ნაყოფსა და მდიდარ ნაყოფსაც“.
1941 წლის 14 ივნისი
8 წლის სიმონ ზაზაძის ბარათი თავისი მასწავლებლის შალვა ვარდიძის მიმართ.

წღარო: Catholic.ge-
































