🌸შ ო ბ ა 🌸
🌸შ ო ბ ა 🌸
იყავი შენს თავზე ძლიერი,
იყავი შენს თავზე გამბედავი,
იყავი შენს თავზე თვინიერი,
იმიტომ რომ….
არავითარი შენი თავი არ არსებობს,
გამოგიგონეს –
მეგობრებმა, მეზობლებმა, მშობლებმა,
სახელმწიფომ, ეკლესიამ, ნაცნობებმა და უცნობებმა….
დაგაპატარავეს,
სხეულში გამოგკეტეს და გითხრეს:
იმყოფინე…
და როცა აღარ გყოფნის ჟანგბადი,
რომელსაც სუნთქავ,
სხეული, რომელშიც ცხოვრობ,
ქალაქი, რომელშიც დადიხარ,
დედამიწა, რომელზეც ჩამოგაგდეს…
სიყვარული, რომელიც მუჭში ჩაგეტევა…
იყავი შენს თავზე ძლიერი,
იყავი შენს თავზე გამბედავი,
დაანგრიე ყველა(ს) წარმოსახვა შენზე,
გაანადგურე შენი წარმოსახვა შენზე,
ადექი და ხელახლა დაიბადე…
💞
ცირა ბარბაქაძე





























