İzmir’in simgelerinden tarihi ASANSÖR!
ქალაქ იზმირის ერთ-ერთი სიმბოლო „ასანსორ„, ანუ ლიფტი აიგო 1907 წელს, რათა ერთმანეთთან დაეკავშირებინათ ქალაქის ფერდობზე შეფენილი ორი უბანი, რომელიც ერთმანეთს უკავშირდებოდა 155 საფეხურიანი კიბით… ამ უბანში თურქებთან და ბერძნებთან ერთად ცხოვრობენ ებრაელები. ეს ლიფტიც იზმირელმა ებრაელმა ნესიმ ლევი ბაირაქლიოღლუმ ააშენებინა, ქვის ეს ნაგებობა მარსელიდან ჩამოტანილი აგურით მოაპირკეთებინა. ზედა სართულზე, სადაც კაფე-რესტორნებია, ხის აივანს ლამაზი რიკულები ამშვენებს. ლიფტში ისმის ცნობილი კომპოზიტორისა და მომღერლის დარიო მორენოს სიმღერები, მათ შორის. „ზარხოშუმ,„ ბუბა რომ მღეროდა კიკაბიძე :), მორენო ამ უბანში გაიზარდა…იზმირში რომ ჩამოხვალთ, აუცილებლად ესტუმრეთ„ ასანსორს!„





























