თურქეთში საქართველოს საელჩო / Gürcistan Ankara Büyükrlciliği

2025 წლის 21 თებერვალს, ქ. სტამბოლის „ქართული ხელოვნების სახლის“ დამფუძნებლის, იბერია ოზქან მელაშვილისა და ქ. სტამბოლის ქართული ფოლკლორული ანსამბლის “ქაფდაღის”(Kafdağı) ერთობლივი თანამშრომლობით, გამოვიდა ქართული მუსიკალური ალბომი, სახელწოდებით “Lurci Varskvlavi”. აღსანიშნავია, რომ იბერია ოზქან მელაშვილი, ზემოაღნიშნული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახლავთ.
მუსიკალური ალბომი, სადაც ქართული ხალხური სიმღერებია შესული, უკვე ყველა ციფრულ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
ქ. ანკარაში საქართველოს საელჩო, ქ. სტამბოლის „ქართული ხელოვნების სახლის“ დამფუძნებელს, იბერია ოზქან მელაშვილსა და ანსამბლ “ქაფდაღის” წევრებს ულოცავს ალბომის გამოცემას და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.
https://music.youtube.com/playlist?list=OLAK5uy_lINqYZktpDwMaaYfe1MG0ctF6eHY_U0zI





























