„ქართვლის დედა“ — მონუმენტური ქანდაკება თბილისში, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. მონუმენტის ავტორია ქართველი მოქანდაკე ელგუჯა ამაშუკელი, რომელსაც 1966 წელს ამ ქანდაკებისთვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
ქანდაკება სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავთან დაკავშირებით. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა, თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო.
1997 წელს კი ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა . ეს 20 მეტრის სიმაღლის ალუმინის ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი. „ქართვლის დედა“ არის ქართული ეროვნული ხასიათის სიმბოლო: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვარეთათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.
ძეგლის შცვლასთან დაკავშირებით ანეგდოტივით ჰყვებიან ასეთ ამბავს: ძველი ძეგლი ახლით რომ იცვლებოდა, ახალი ძეგლი ღამით დაუდგამთ, დილით ძველი ძეგლი ჯერ კიდევ მოხსნილი არ ყოფილა, ასე რომ იმ დილას თბილისს მთაწმინდიდან ორი ქართვლის დედა გადმოჰყურებდა თურმე… 🙂 ერთ ლოთს დილაუთენია ნაბახუსევზე ორი ქართვლის დედა რომ დაუნახავს, შოკში ჩავარდნილა 🙂 იმ დღიდან სმისთვის დაუნებებია თავი 🙂 🙂
KARTLİS DEDA (Gürcüce: ქართლის დედა; Kartli’nin Annesi), Gürcistan’ın başkenti Tiflis’te, kentin sembolü olan Kartli’i konu alan anıt.
TİFLİS’in kuruluşunun 1500. yıldönümünde Gürcistan Soviet Sosyalist Cumhuriyeti döneminde 1958 yılında Sololaki tepesine dikildi. Gürcü heykeltıraş Elguca AMASHUKELİ’nin yaptığı alüminyum heykel, yirmi metre yüksekliğinde, Gürcü ulusal giysileri içinde bir kadın figürüdür.
Gürcististan’ın başkentı Tiflis’in her yerinden görülebilen 20 metre büyüklüğündeki bu devasa heykel klasik Gürcü kadınını temsil eden ulusal bir sembol.
Bir elinde şarap diğer elinde ise kılıç var. Bizlere anlatmak istediği şey şu: Ya dostum olur şarabımdan içersin ya düşmanım olur kılıcımdan geçersin 🙂
photo by Atıla& Nihal EGE <3 <3



























