თურქეთში ქართველების საჯარო შეურაცხყოფას არ დავუშვებთ
რა დააშავა ქართველმა სტუდენტმა ისეთი , რომ ამავე უნივერსიტეტის ლექტორი, ჯემილე თიფთიქი რამდენიმე წუთის განმავლობაში ქართველების მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებდა. ამას ალბათ გამოძიება გაარკვევს მანამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა.
Veriko Chichiashvili-Chelik: 4 მაისს,სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის (İTÜ)არქიტექტურის განყოფილების ლექტორმა, ჯემილე თიფთიქმა ონლაინ ლექციის დროს ქართველ სტუდენტს სახელად ალექსს შემდეგი სიტყვებით მიმართა:”მე ვიცი როგორი უხეშები არიან ქართველები.ნუ იქნები უხეში”.მიუხედავად იმისა, რომ ლექციაზე დამსწრე სტუდენტებმა ლექტორს მოუწოდეს, რომ მისი მიმართვის სტილი არასწორი იყო, შეურაცხმყოფელი მიმართვა სტუდენტის მიმართ უფრო აგრესიულად გააგრძელა:”ალექს თქვენ ორი წლის ხართ,მე ორმოცის, ამასთან ვიცი ქართველები რამდენად უხეშები არიან,საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს”.
ლექციის ჩანაწერი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა .ნახა ათასობით ადამიანმა.
თიფთიქის ონლაინ ლექციას სოციალურ ქსელში დიდი ხმაური მოჰყვა.სტუდენტების და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მისი აგრესიული საუბარი ქართველ სტუდენტთან რასისტულ და ეთნიკურ დისკრიმინაციად შეფასდა.
თვიტერზე გამოჩნდა სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის(ITÜ) განცხადება სადაც გარკვევით სწერია:”აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი სასწავლო დაწესებულებისთვის აკადემიკოსის ჯემილე თიფთიქის ეს შეურაცხმყოფელი მიმართვა და დამცირება ეთნიკური იდენტობის საფუძველზე.ვგმობთ ამ სიმახინჯეს და სიძულვილს ჩვენს უნივერსიტეტში”.
თურქეთის ქართველობა, ქართული ასოციაციები ფეხზე დგას.აღშფოთებას გამოთქვავენ აღნიშნულის გამო.
ქართული ამბების პორტალზე-Gürcü haber portalı გამოქვეყნდა ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარის ფეჰმი უზალ უსტიაშვილის და სხვა დამფუძნებლების მიმართვა,სადაც ქართველების მაგინებელ ჯემილე თიფთიქის დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ და მოუწოდებენ უმაღლესი საგანმანათლებლო საბჭოს YÖK და სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის İTU რექტორებს დაუყოვნებლივ გამოძიების დაწყებას.”ჩვენ არ დავუშვებთ ამ შეურაცხყოფას და გავაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას მის წინააღმდეგ საჭირო საფუძვლით”-ნათქვამია მიმართვაში.
გამოქვეყნდა მეორე საპროტესტო მიმართვაც რომელსაც აქვე გთავაზობთ.
ვგმობთ თურქეთის ქართველების სახელით
4 მაისს სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების შემდეგ სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ლექტორის „ეგრედ წოდებული“ ჯემილე თიფთიქის მხრიდან ქართველი მეგობრის მიმართ დისკრიმინაციული და რასისტული განცხადებების მოწმე გავხდით.
აკადემიკოსის მხრიდან ასეთი დამამცირებელი და შეურაცმყოფელი ენით საუბარს ახსნა არ მოეძებნება.გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ყოველთვის სიკეთით, სტუმართმოყვარეობით და კეთილგანწყობით გამოირჩეული ჩვენი ქართველობა ამ ქალბატონის გამონათქვამს , „ქართველები ძალიან უხეშები არიან“კატეგორიულად მიუღებელად მივიჩნებთ. სამწუხარო და უფრო საგანგაშოა ასეთი შინაგანი სიძულვილის პატრონი,რომელიც ამ სიძულვილს თესავს და აღვივებს, თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში მუშაობდეს.ეს ინციდენტი ნებისმიერი აკადემიური წოდების იგნორირებაა.ამით მან გვიჩვენა,რომ ლეწტორული წოდება საკმარისი არ არის ადამიანის ძირითადი ფასეულობების გააზრებისთვის და ამ წოდების მინიჭების კრიტერიუმები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
მისი რასისტული და შეურაცმყოფელი მიმართვით „შენ ორი წლის ხარ, მე ორმოცი წლის“აშკარაა, ლექტორს სტატუსი და კარიერა ,როგორ გადაიზარდა ამპარტავნებაში.მიუხედავად იმისა ,რომ სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული მოკვლევის, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებასჩაერთოს მოკვლევაში.განსაკუთრებით უმაღლესი საგანმანათლებლო საბჭოს(YÖK).
და ბოლოს სასარგებლო იქნება ამ პიროვნებას შევახსენოთ ქართველების უდიდესი როლი თურქეთის რესპუბლიკის დაფუძნებაში.ვურჩევთ გაეცნოს თურქეთის ქართველების ისტორიას და მათ ადგილს და სოციალურ სტატუსს თურქეთის რესპუბლიკაში. მილიონობით თურქეთის ქართველის სახელით უკან ვუბრუნებთ ამ მიუღებელ განცხადებას თავისივე სიტყვებით „ცუდი სიტყვა მთქმელს ეკუთვნის“-დიახ თქვენ გეკუთვნით.































