„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, მამაჩემთან ერთად წავედი ცირკში შოუს სანახავად, დიდხანს ვიდექით ბილეთების რიგში, იქ ჩვენ წინ იდგა ოჯახი, რომელთაც ჰყავდა ექვსი შვილი. აშკარად ჩანდა, ღარიბები იყვნენ, მათ ეცვათ ძალიან ძველი, მაგრამ სუფთა ტანსაცმელი. ბავშვები ძალიან ბედნიერები ჩანდნენ, მაგრამ როდესაც მამა ბილეთის სალაროსთან მივიდა და ფასი იკითხა, ძალიან შეწუხდა და ბავშების წინაშე უხერხულობის გამო, ცოლს ჩურჩულით უხსნიდა საკუთარ გაჭირვებას.
ამ დროს დავინახე მამაჩემმა ჯიბიდან ოცი დოლარი ამოიღო, მიწაზე დაყარა,შემდეგ დაიხარა, აიღო, ბავშვების მამას მხარზე ხელი დაადო და უთხრა: თქვენ ფული დაგივარდათ!
კაცმა მამაჩემს შეხედა და ცრემლიანი თვალებით უთხრა: მადლობა, ბატონო, მაგრამ ის ჩემი არ არის.
რადგან ჩემი არ არის, ის უსათუოდ თქვენია, უპასუხა მამამ, შემდეგ ხელი მომკიდა და სალაროს რიგიდან გამიყვანა, რადგან მას მხოლოდ ის ოცი დოლარი ჰქონდა, რომელიც ექვსშვილიანი ოჯახისთვის აქ დაყარა!
იმ დღიდან მე ვამაყობ მამაჩემით, ეს სიტუაცია იყო ყველაზე ლამაზი შოუ, რომელიც მე მინახავს ჩემს ცხოვრებაში, ბევრად უფრო ლამაზი, ვიდრე ცირკის შოუ, რომელიც ოდესმე მინახავს!“
ნაწყვეტი ჩარლი ჩაპლინის ავტობიოგრაფიიდან
Tamar Dadiani

























