Kakha Kvashilava: ცნობილი ქართველი და საბჭოთა საოპერო შემსრულებელი, სოხუმელი ზურაბ სოტკილავა იხსენებდა:
- 1979 წელს საბჭოთა კავშირის იმდროინდელმა კულტურის მინისტრმა პიოტრ დემიჩევმა დამირეკა და მითხრა, რომ ლეონიდე ბრეჟნევს, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ სპექტაკლი ნახა ჩემი შესრულებით, ჩემი ხმა მოსწონებია და სსრკ- ს სახალხო არტისტის წოდება მომანიჭა. დემიჩევმა დაამატა, ძალიან გაგიმართლა, რადგან კანდიდატების რიგი 2006 წლამდეა შევსებულიო.
წარმოიდგინეთ, 1979 წელს 2006 წლამდე ჰქონდათ რიგი ჩამოწერილი საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროში 😃





























