18 Mayıs Gürcistan’da Geleneksel Giysi Günü Olarak Kutlanıyor!
Okullarda öğretmen ve öğrenciler tarafından bugün için özel olarak hazırlanan geleneksel giysiler festival havasında sergilendi ve kutlandı.
Gürcistan’ın farklı bölgelerine ait yöresel kıyafetler modernize edilerek özel olarak bu kıyafet günü için defile havasında sergileniyor.
Son yılların moda akımı olarak ortaya çıkan bu modernize edilmiş kıyafet günü orta ve genç kuşaklar arasında büyük ilgi görüyor.
18 მაისი ქართული ნაციონალური სამოსის დღეა!
Maya Mchedlidze Uzal : დღეს საქართველოში ნაციონალური სამოსის დღე აღინიშნა, ლამაზი ტრადიცია, რომელიც ცხოვრებას ალამაზებს და ამრავალფეროვნებს, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა თუ სოფელში თავისებურად აღნიშნეს, შეუმჩნეველი არც ის აქტივობა დარჩა, რომელიც ამ დღის აღნიშვნას მოჰყვა და ამ კუთხით სოციალური-მედია რეკორდს ამყარებს.

ნაციონალური სამოსის დღეს სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულებაც მიენიჭა, რადგან საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში, აღნიშნული დღისადმი ინტერესი იმატებს. მეტად მნიშვნელოვანია ახალი თაობის გაორმაგებული სურვილი, ატარონ ნაციონალური სამოსი. გვინდა ჩვენი ყურადღება შევაჩეროთ იმერეთის რეგიონში, ქუთაისში , მე-16 სკოლის, ნაციონალური სამოსის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე. შესანიშნავად ორგანიზებული დღე, რომელიც ამ სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა საკუთარ თავს, სკოლას და ქვეყანას აჩუქეს, უდავოდ არის ერთ-ერთი საუკეთესო.
ჩვენი გაზეთის სახელით ვულოცავთ მათ ამ ლამაზ და ქართული კულტურული ღირებულებებისათვის მნიშვნელოვან დღეს, ასევე ჩვენს მკითხველს ვულოცავთ ქართული ნაციონალური სამოსის დღეს და ვისურვებდით, რომ მომავალში ეს ტრადიცია თურქეთის ქართველებმაც დავამკვიდროთ.
P.S. მომავალი წლის 18 მაისამდე ზუსტად ერთი წელია, ამიტომ იმედი გვაქვს გამოჩნდებიან მოხალისეები, ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ქართული სამოსით გაგვანებივრებენ… მართლაც ლამაზი ტრადიციაა, ყველას გილოცავთ ამ დღეს!

































