მ ა ტ რ ი ც უ ლ ი თ ე ო რ ი ა
. . . . ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მრავლად მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, ვინც ჩვენსავით ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლის შესაქმნელად თანახმაა ფერფლად იქცეს, იამაყებს და ბედნიერიც იქნება ამით! . . . .
. . . . ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებაში მრავლად არიან ისეთნი, რომელთა სინდის-ნამუსი და გონება ამ სასტიკ უსამართლობას ვერ შეურიგდება! ვერ შეურიგდება სიკეთისა და ბოროტების ამგვარ უსამართლო განაწილებას, აზრისა და უაზრობის ასეთ პროპორციას, რადგან სწორედ ეს აქცევს ჩვენს ცხოვრებას ჭაობად!
უნდა გავერკვეთ, თუ რატომაა ჩვენი ცხოვრება ასე უსამართლოდ მოწყობილი, რომ ამაღლებისკენ მისწრაფება, სამართლიანობის დამკვიდრება ასეთ უდიდეს მსხვერპლს, ტანჯვას მოითხოვს?!
რამდენი ხანი უნდა ვიყოთ ჯოჯოხეთში, რით ვეღარ მოვინანიეთ დანაშაული?!
სანამ ამ კითხვებს პასუხს არ გავცემთ, ცხოვრება უაზრობად მოგვე¬ჩვენება!
და ამ უაზრობაში აღზევებულნი მხოლოდ “ბრმანი” და უგრძნობნი იქნებიან, რომელთაც უნარი შესწევთ, ბოროტებითა და სიბნელის დამკვიდრებით კმაყოფილება მიიღონ!
ეს მათი დროა! . . .
ცხადია, ამ კითხვებზე პასუხების ძიებისას რაიმე საფუძველი გვესაჭიროება. საყრდენად ის გამოდგება, რაც მდგრადია. მდგრადი საფუძვლის შექმნას კი არსებული პოტენციალისა და ენერგიის სრული მობილიზება სჭირდება. . . . .
(გაგრძელება იქნება)
*****
ყოველ ოთხშაბათს, 21 საათზე ტარდება ონლაინ საუბარი მატრიცულ თეორიაზე. თამაზ ბუთხუზი. დასწრების ლინკია https://meet.google.com/ykn-osgs-sqc
Meet
MEET.GOOGLE.COM
Meet





























