მაია მჭედლიძე უზალ


ეს ხდება ჰონკონგში … სურათზე შეიმჩნევა , თუ როგორ ესხმის თავს პოლიცია ფეხმძიმე ქალს…
დაახლოებით იგივე განმეორდა , რამდენიმე დღის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში , შტატების პოლიცია საშინლად ავიწროებს დედას . ჩვილით ხელში და რაღაც აბსურდის გამო სჯის .
არასრულწლოვანი ბიჭის დაღუპვა საქართველოში , მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ტერორის ფონზე / შემდგომ მისი თანაკლასელი გოგონას თვითმკვლელობის მცდელობა …
ეს ყველაფერი კატასტროფას გავს .
ინფორმაცია რომელსაც ვერ უშვებ , ვერ აცნობიერებ …
ფაქტებისა და მოვლენების დაუჯერებელი სისასტიკის , აუხსნელი ქმედების გამო გვიჭირს გავაცნობიეროთ , როგორ შეიძლება ეს ყველაფერი რეალობად იქცეს … ფაქტები , რომელთაც არ მოეძებნებათ არანაირი გამართლება .
ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ , ლოგიკური გათვლებითა და მათემატიკური მაჩვენებლით , ევროპულ საზოგადოებაში , 1000 კაციდან 1 ფსიქოპატია / ფსიქოპატები არიან ყველგან .
ქუჩაში თუ შენობებში. ტრანსპორტში თუ გზაში . სამსახურში თუ სამეგობროში. სალოცავებში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
ასევე პროფესიონალი ფსიქოლოგები გვირჩევენ აღმოვაჩინოთ ასეთი ადამიანები და მიუთითოთ შესაბამის ინსტანციებს , მოხდეს მათი დროული გამოკვლევა , რომ არ განმეორდეს ისეთი ფატალური შემთხვევები , როგორიცაა ეს ბოლო სულ მცირე სამი შემთხვევა… ასევე საყურადღებოა , რომ ფატალურ შემთხვევებს გეოგრაფიული სივრცეები არ გააჩნია .
აქ შეგნებულად მომყავს . საქართველოს , ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და არც მეტი არც ნაკლები , ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი … აღწერილი სამი სიტუაციიდან , სამივე დაუჯერებელი ფაქტია , სამივე ფრიქოლოგიური კატასტროფაა , რომელიც ხდება ჩინეთიდან- ამერიკამდე.
როგორც მივხვდით საუბარია გლობალურ ფსიქოლოგიურ კრიზისზე და არა , რომელიმე ეროვნული ან რელიგიური ~ გნებავთ , რომელიმე კონკრეტული საზოგადოების გადაგვარებაზე. რაღა თქმა უნდა არა , ვინაიდან პრობლემამ განიცადა გლობალიზაცია .
თუ დავუკვირდებით დავინახავთ , რომ ფსიქოლოგიური კრიზისი დღითი-დღე იზრდება და ღებულობს უფრო მასიურ და გლობალურ სახეს .
ვერ გეტყვით რა იქნება პრევენცია , რათა მსოფლიოში მოგვარდეს ეს პრობლემა , ვინაიდან არც ფსიქოლოგი ვარ , არც ექიმი და არც სასულიერო პირი . თუმცა ერთი რამ ცხადია . …ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
დავიცვათ ჩვენი შვილები , დავიცვათ ჩვენი სამყარო , აღმოვაჩინოთ და ვამხილოთ ფსიქოპატები .
ამ ადამიანებს დახმარება სჭირდებათ , ფსიქოლოგიური კრიზისი ვითარდება ზუსტად იმ დიდი შინაგანი პროტესტის საფუძველზე , რომელსაც ვერ ვაცნობიერებთ , რომელზეც ხშირად იცინიან ადამიანები . შემიძლია ასობით მაგალითი მოვიყვანო , ასევე დარწმუნებული ვარ თუ დაფიქრდებით თითოეული თქვენთაგანი აღმოაჩენთ საკუთარ თავში , ფსიქო ტიპაჟს , რომელმაც საკუთარი უგუნური , უბრალოდ დაუფიქრებელი საქციელით , რაღაც ბიძგიც კი მისცა ამ ადამიანების ფსიქოლოგიურ კრიზისში ჩავარდნის პროცესს…. იქნებ ჩვენ თავად ჩამოვაყალიბეთ ის დამნაშავეები , ვისზეც ამჟამად საშინლად ვბრაზობთ და ვბრაზობთ სამართლიანადაც ….
მეც თქვენთან ერთად …. ბოლოსდაბოლოს ყველა ჩვენთაგანი ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ვართ .
ვინმე გადამთიელი არ მოსულა და არ მოუწყვია ფსიქო -ტერორი არასრულწლოვანი ბიჭუნასთვის . ვიღაც უცხოელი და სხვა ქვეყნის მოქალაქე არ დასხმია თავს ფეხმზიმე ქალს ჩინეთში … ამერიკის შეერთებულ შტატებშიც , შტატების პოლიცია ესხმის თავს ჩვილით ხელში დედას და რაღაც აბსურდის გამო სჯის , იატაკზე ათრევს .
ამ ყველაფრის აწონ- დაწონაა საჭირო და მოქმედება , ბრძოლა საიმისოდ რომ კანონით ისჯებოდეს , ნებისმიერი არაადექვატური საქციელი , რომელიც უარყოფითად მოქმედებს პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე , საბოლოოდ კი საფრთხეს უქმნის ადამიანის ფიზიკურ არსებობას .























