Ajans Gürcü
Batum ve Kutaisi’ye kısıtlamalar yarından itibaren hafifletiliyor, seyahat kısıtlamaları ise tamamen kaldırılıyor. Başbakan Giorgi Gakharia açıklamasında, Kutaisi ve Batum’da kısıtlamaların hafifletileceği, seyahat yasağının kaldırılacağını söyledi. Gakharia, Tiflis ve Rustavi için ise kısıtlamaların süreceğini ancak bu iki şehir için sorunun hafta sonuna kadar çözülecegini umduğunu ifade etti.

ხვალიდან, 5 მაისიდან, ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გააკეთა. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში გადაადგილებაზე, თუმცა პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ორ ქალაქთან დაკავშირებული საკითხიც კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება. “რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორებიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა თბილისშიც და რუსთავშიც, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდეს”, – განაცხადა გახარიამ.

























