Tiflis, “Avrupa En İyi Destinasyonları” tarafından yayınlanan, Avrupa’nın en güvenli 20 seyahat noktası sıralamasında ilk sırada yer aldı.
Gürcistan’ın başkenti Tiflis, Covid 19’dan en az etkilenen ülkelerden biri ve salgına karşı çok hızlı tepki gösterdi. Salgını son derece düşük bir seviyede tutmak için gerekli önlemleri zamanında aldı ve diğer ülkelerle olan sınırlarını salgının en başında kapattı. Ülkede, Avrupa’nın en çok etkilenen ülkelerinden 260 kat daha az Covid-19 vakası yaşandı.
Gürcistan, 1 Temmuz’da sınırlarını uluslararası ziyaretçilere açacak, yabancı misafirlerin ve kendi vatandaşlarının sağlığını korumak, onlara Gürcistan’da güvenli bir tatilin tadını çıkarma fırsatı vermek için güvenlik standartları en üst seviyeye getirecek.
Başkent Tiflis’ten bahsedilirken “Küresel salgından sonra çoğumuz yeni deneyimler ve keşifler yaşamak istiyoruz ve Tiflis tam da ihtiyacımız olan yer. Geçmişin, bugünün ve geleceğin, kültürün ve boş zamanın en iyi şekilde birleştiği yaşanacak bir yer. Gürcistan’ın başkenti 2020’deki kadar popüler olmamıştı. Kültür, gastronomi, çeşitlilik ve mimarlık sevenler için ideal bir seyahat yeridir. Şehirde seyahat ederken “WOW” etkisi garanti edilir. Doğanın uyandığı ilkbahar ve yaz aylarında ve ayrıca kışın binlerce renkli Noel ışığı ve dekorasyonunun arka planında muhteşem cazibeye sahiptir” deniliyor.
En güvenilir şehir sıralamasında Batum ise 7. sırada yer aldı.
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი დასახელდა.
„თბილისი არის „კოვიდ 19“-ით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის – საქართველოს დედაქალაქი. საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება, რამაც ეპიდემიის უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნების საშუალება მისცა. ქვეყანაში Covid-19–ის 260 – ჯერ ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.
ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისათვის პირველ ივლისს ხსნის და შესაბამისად ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურების და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით საქართველოში.
მსოფლიო პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად გვსურს ახალი გამოცდილებების მიღება და თბილისი არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება: ადგილი, სადაც ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმის წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება. საქართველოს დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს. ეს არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია.
თბილისი განსაკუთრებით მომხიბვლელია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე,“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რეიტინგში ასევე მოხვდა ქალაქი ბათუმი, რომელიც მეშვიდე ადგილს იკავებს.





























