ქართული მწერლობის სათავე V საუკუნეა
ქართული ლიტერატურა მდიდარია უკვდავი კლასიკური ნაწარმოებებით, რამდენიმე მათგანს ლიტერატურული ძეგლის სტატუსიც მიენიჭა. საინტერესოა, რა იყო საუკუნეთა წინ და საიდან აიღო სათავე ქართულმა ნაწარმოებებმა.

ისტორია მხოლოდ მაღალი ესთეტიკური-ლიტერატურული გემოვნებით შექმნილ ჰაგიოგრაფიულ თხზულებას „შუშანიკის წამებას“ (ძვ. ქართ. წამებაჲ წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაჲ) წარმოადგენს, რომლის ავტორი არის იაკობ ცურტაველი (ხუცესი) და ნაწარმოები მე-5-ე საუკუნით თარიღდება. კერძოდ კი 476–483 წწ.
ნაწარმოებიდანვე ცხადი ხდება, რომ ავტორი, მონათხრობ ამბავთა თვითმხილველი და მონაწილეა. იაკობ ცურტაველის შესახებ ცნობები შემოინახა მისმავე ნაწარმოებმა, საიდანაც ჩანს, რომ ის ყოფილა ვარსქენ პიტიახშის კარის მღვდელი, შუშანიკთან დაახლოებული პირი, ქართლის პიტიახშის კარზე, დაბა ცურტავში, მომხდარი ტრაგედიის თანამედროვე და მონაწილე.
თხზულება დაწერილია შუშანიკის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ და ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენ პიტიახშის სიკვდილით დასჯამდე პერიოდში.
(საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის მოიხსენიება ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი) ვარაუდობენ, რომ იგი VI საუკუნის დასაწყისში ეპისკოპოსი გამხდარა.
შუშანიკის მეუღლე ვარსქენი სიკვდილით დასაჯეს 482 წელს. ეს რომ მომხდარიყო ნაწარმოების დაწერამდე, იაკობი აუცილებლად აღნიშნავდა ამ ფაქტს. აქედან გამომდინარე, ნაწარმოები ვარსქენ პიტიახშის სიცოცხლეში ანუ 482 წლამდე დაიწერა, ხოლო შუშანიკ დედოფალი 475 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.
ამიტომ ითვლება, რომ ნაწარმოები 476-483 წლებში დაიწერა, რომელიც მოღწეულია შეცვლილი სახით (უნდა აკლდეს დასაწყისი, ზოგი დეტალი გამოტოვებულია და ა.შ.). უძველესი ხელნაწერი X საუკუნისაა.
აღნიშნულ წერილში მხოლოდ ლიტერატურის სათავეებზე ვსაუბრობთ და არ გავავრცობთ მის შინაარსს.
ცხადია ,,შუშნიკის წამება” ნაწარმოების დაწერის თარიღამდეც იქნებოდა ქართული მწერლობის ნიმუშები, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ „შუშანიკის წამებამ“ მოაღწია და გამომდინარე აქედან ლიტერატურულ ნაწარმოებთა სათავედაც ფაქტობრივ მასალად იაკობ ცურტაველის ”შუშნიკის წამება” ითვლება.
ე.ი „შუშანიკის მარტვილობით“ იწყება ქართული ლიტერატურის ისტორია და მას განუზომელი მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურისთვის.
ფაქტის ისტორიული მიმოხილვა მოამზადა
ნათია ჯიმშელეიშვილმა
























