ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილი დედოფალი კლეოპატრა იყო
ალექსი ბერაია: ეგვიპტის ყველაზე ძლევამოსილი დედოფალი კლეოპატრა იყო ერთადერთი თავისი დინასტიიდან, ვინც ეგვიპტური ენა იცოდა. ის პტოლემეების დინასტიის წარმომადგენელი იყო, რომლებიც ეროვნებით ბერძნები იყვნენ და აქედან გამომდინარე ეგვიპტეში ორი სახელმწიფო ენა არსებობდა, ბერძნული და ეგვიპტური, მაგრამ ეგვიპტურ ენას არცერთი დინასტიის წარმომადგენელი არ ფლობდა (არათუ ცუდად ფლობდნენ, არამედ საერთოდ არ იცოდნენ) და კლეოპატრა იყო ერთადერთი, რომელმაც ეგვიპტური შეისწავლა და დოკუმენტებს ბერძნულის ნაცვლად ეგვიპტურად აწერდა ხელს.(ასევე ის იყო ერთადერთი, ვინც ეგვიპტელი ღმერთები და ტრადიციები აღიარა)





























