Rozeta Gujejiani: დღე ს ა ს წ ა უ ლ ი მუზეუმელთათვის – საქართველოს მუზეუმელთა ასამბლეა, დაჯილდოება ამაგდარ მუზეუმელთა, მინისტრისა და მუზეუმთა ხელმძღვანელების ანგარიშები, მსჯელობა განვითარების პერსპექტივებზე… სიხარული, ერთმანეთის ნახვით გამოწვეული განცდა, ვნახე ამაგდარი მუზეუმელები აჭარიდან, სვანეთიდან, სამეგრელოდან, გორიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან…მთელი საქართველოდან – ოთხასამდე დელეგატი… ძალიან მომინდა, რომ ისევ მუზეუმელი ვიყო და ასეთი შესანიშნავი მინისტრი მყავდეს.. უსაყვარლესი “მართვე” და ბავშვთა კაპელა… დღე, რომელმაც სიხარული გვაჩუქა. ფოტოზე ამ დღესასწაულის სულისჩამდგმელ და ალიანსის ხელმძღვანელ გიორგი კალანდიასთან ერთად ვართ. გმადლობთ, გიორგი, თქვენი შრომისა და გარჯისათვის, მოქალაქეობრივი ღვაწლისა და საქართველოს ერთგულებისათვის.





























